x
image
K.P.
"მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი"-ჯანეტ ქერდიყოშვილის პასუხი კრიტიკოსებს

image
უკვე რამდენიმე დღეა, რაც "მის საქართველო 2011"-ის, ჯანეტ ქერდიყოშვილის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მისი მოსაზრებები ოჯახსა და ურთიერთობებზე ქართული საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯანეტი სოციალურ ქსელში ბოლო კომენტარს ავრცელებს: "ჩემო ძვირფასებო ! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო! რამდენნი ვყოფილვართ. თქვენ გაგახარათ ღმერთმა !

არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა, ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში. უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას .

ან არ უნდა მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წესჩვეულებებით, ადათწესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ (რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ . პირიქით რაც ახალია, გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი, იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ!

რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულზე, ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდებათქო, როგორიც მამაჩემია, ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე ესაა ჩემი ბოლო კომენტარი. ახლა კი გილოცავთ ჩემო კარგებო დამდეგ ახალ 2016 წელს ! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს!!!"

მიუხედავად იმისა, რომ ჯანეტი რუსეთში იზრდებოდა ტრადიციული ოჯახიდანაა და ქართულ ტრადიციებსა თუ ფასეულობებს განსაკუთრებულად აფასებს. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

0
172
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0