x
image
K.P.
ვინ არის “მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი (+ფოტოები)

image
მის საქართველო ყოველწლიური ეროვნული სილამაზის კონკურსია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ტარდება. კონკურსის ფინალისტები წარადგენენ საქართველოს მის მსოფლიოზე, მის ევროპაზე, მის დედამიწაზე, მის სამყაროსა და მის TQI-ზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება 18-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს აქვთ. შესარჩევი კასტინგები საქართველოს ყველა ქალაქში ტარდება. მთავარი პრიზი - "მინი კუპერ კუპე" გამარჯვებულისთვის დააწესა კომპანია "ომეგა მოტორსმა".

image

1 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში "მის საქართველო 2015-ის" ფინალური შოუ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა.ის სამოდელო ბიზნესში 16 წლიდანაა ჩართული. ქართველმა საზოგადოებამ კი ის "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსიდან გაიცნო. გოგონა მხოლოდ მოდელობით როდია გატაცებული, მან უმაღლესი განათლების მიღებაც მოასწრო. ნუკას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტა აქვს დამთავრებული, ტურიზმის განხრით. გოგონა თავის მოვლის ნატურალურ საშუალებებს ანჭებს უპირატესობას და დამწყებ მოდელებს მეტი ბუნებრიობისკენ მოუწოდებს: "თავს ბუნებრივად ვუვლი, მაგრამ ძალიან მიყვარს body lotion_ები და ასევე ვხმარობ თმის ნიღბებს, რომლებიც კარგია თმისთვის. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები."

მიუხედავად პროფესიისა ნუკა ზედმეტ სიშიშვლეს ერიდება: "მქონდა შემოთავაზება, სადაც საკმაოდ შიშველი უნდა ვყოფილიყავი და უარი ვთქვი. მაინც მოქმედებს ქართული მენტალიტეტი და ოჯახიც."imageimageimageimageimageimageimageimage







4
1422
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1422
  
2015, 13 დეკემბერი, 12:02
რა კარგი მონაცდემების გოგოა და როგორ გაისტანდარტა თავი ამ ცხვირის წაჭრით, აფსუს
2015, 6 ნოემბერი, 11:26
სექსუალურობა აკლია
2015, 5 ნოემბერი, 0:01
ირინა ონაშვილის მერე ეს გოგო მომეწონა მის საქართველოს კონკურსზე
2015, 4 ნოემბერი, 10:11
კონკურსში აუცილებელია იჯდეს პლასტიკური ქირურგი , როგორც ეს ხდება მის მსოფლიოზე . ცხვირ მოჭრილს არავინ გაამარჯვებინებს მერე .
0 1 4