შოუბიზნესი "რაც ქმარს გავშორდი... 7 თვე უკუნითში შემოვდიოდი..." 2017, 31 მაისი, 11:00 ჟურნალისტი და წამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ მას შემდეგ რაც მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა 7 თვის განმავლობაში მისაღებ ოთახში შუქი არ ქონდა და "უკუნითში" უხდებოდა შესვლა. იგი ჭერს უბრალოდ ვერ წვდებოდა და მისი მცდელობა ნათურის გამოცვლის მარცხით დასრულდა. ახლა სინათლე კი აქვს, მაგრამ აღარ აქვს მაგიდა: "რაც ქმარს გავშორდი, მას მერე მისაღებ ოთახში შუქი არ მქონია. ანუ 7 თვე უკუნითში შემოვდიოდი. ჭერს ვერ ვწვდებოდი უბრალოდ, თორემ რამე სიმბოლური დატვირთვა კი არ ქონია... ხოდა დღეს დავდგი მაგიდა, ზევიდან სკამი, სკამზე თავად მოვკალათდი და იქნა ნათელი. მაგრამ ჩამოსვლის დროს სკამი დავარდა, მაგიდა გადაყირავდა და ორივე ფეხი მოტყდა. ხოდა უმაგიდობას ისევ უშუქობა არ ჯობდა??" როგორც მოგეხსენებათ, თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ რაც თამუნამ, 32 წლის ასაკში გაიგო რომ აყვანილი იყო, ბიოლოგიური მშობლის ძებნა დაიწყო. როგორც მან რუსთავი 2-ის სატელევიზიო შოუში "პროფილში" განაცხადა, ძალიან რთული იყო მისთვის ამ ყველაფრის გადატანა. დედის ძებნაში დადიოდა სოფლიდან სოფელში, ექიმიდან ექიმში. შეექმნა ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ჰორმონალური პრობლემები. თვითონვე ხვდებოდა, რომ უკვე რთული გასაძლები იყო და ამ ყველაფერს სანდრომ ვერ გაუძლო და წავიდა... ვრცელდება ინფორმაცია რომ სანდრო მიკაუჩაძე უკვე შეყვარებულია 790 6-ს მოსწონს
|