სიახლეები 10 პროდუქტი, რომლებიც დაგეხმარებათ წონის დაგდებაში 2017, 26 მაისი, 0:34 რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, არსებობს მაღალკალორიული პროდუქტები, რომელთა მიღება ყოველდღიურად წონაში საგრძნობლად დაგაკლებინებთ.მაშ ასე:
1) - "ჯადოსნური თვისებების" მქონე წიწაკა ( როგორც წითელი, ასევე მწვანე ), ის მდიდარია ალკალოიდებით, ამიტომ აუმჯობესებს განწყობას და როგორც მკვლევარები თვლიან, წიწაკა კლავს შიმშილის გრძნობას.მაასტრიხტსკომის ( ჰოლანდია ) უნივერსიტეტის პროფესორებმა დაასკვნეს, რომ თუ ყოველდღიურად ჩავრთავთ რაციონში წიწაკას, კარგად გავაკონტროლებთ ჭამის მადას. საკმარისია მეოთხედი ჩაის კოვზი წიწაკა ყოველ ჭამაზე.
2) - ლობიო, ბარდა, ოსპი - პროდუქტები, რომლებიც მდიდარია პროტეინებით, B ვიტამინით და რკინით.როგორც ამბობენ, ამ სამი პროდუქტით საკმარისია თუნდაც "მჯდომარე დიეტით" სასურველი შედეგი მივიღოთ. ანუ, ამ სამი პროდუქტით ვკარგავთ შიმშილის შეგრძნებას და თავისთავად წონაშიც ვიკლებთ.3) - ავოკადო - მკვლევარები თვლიან, რომ მისი საუზმეზე მიღება საოცრად კლავს შიმშილის გრძნობას, ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, როგორიცაა კალიუმი, 18 ამინომჟავა, tyrosine რომელიც ამძაფრებს ყურადღებას და ამაგრებს კუნთებს.
4) - შავი შოკოლადი - თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შოკოლადის ყოველდღიურად 20 გრამის მიღება გეხმარებათ წონის კლებაში. იგი შეიცავს გლუკოზას, რომელიც მადას გაკარგვინებს და გარდა ამისა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ტვინს და გინარჩუნებთ ჯანმრთელ გულსისხლძარღვთა სისტემას.
5) - კვერცხი - 30 - 40 გრამი ცილის საუზმეზე მირთმევა მშიერად არ გაგრძნობინებს თავს.მისურის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საუზმიდან ვახშმამდე ჭამის სურვილი არ გექნებათ. 6) - ვაშლი - ხშირად დიეტურ პროდუქტებშია მოხსენიებული და არც უსაფუძვლოდ. ის მდიდარია არა მარტო A, B და C ვიტამინებით, შეუძლია არეგულიროს შაქრის დონე სისხლში. ნახევარი საათით ადრე ჭამამდე ვაშლის მირთმევა 15% - ით ამცირებს სასურველი პორციის მიღებას. 7) - თხილი - მაღალკალორიული, მაგრამ მადის და წონის დამკარგველი. ის მდიდარია ცხიმოვანი უჯრედებით, ცილებით.8) - შვრია - კომპლექსური ნახშირწყლები, ცილები, რომლებიც კარგად კვებავს სხეულს და რაც მთავარია ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს სისხლში შაქრის დონე. მაგალითისთვის, საკმარისია საუზმეზე მივიღოთ 100 გრამი შვრია და ჭამის მადა დაკარგული გაქვთ. 9) - მწვანე სალათის ფოთლები, კიტრი, ნიახური - ვერც კი წარმოიდგენთ ამ სამეულის სასარგებლო თვისებებს. სამი ბოსტნეული დაბალკალორიულია და კარგავს შიმშილის შეგრძნებას.10) - წყალი - კლავს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ყურადსაღებია ერთი მთავარი გარემოება - ჭამადე 10 წუთით ადრე შეიძლება მიირთვათ წყალი ნებისმიერი რაოდენობით და დადგენილია, რომ ყოველ დღე ეს პროცედურა გადაგარჩენთ ზედმეტი კალორიებისგან. 535 7-ს მოსწონს
|