
ბუნებაში არსებობენ პროდუქტები, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს არაჩვეულებრივ აზროვნებაში, მიუხედავად ასაკისა და სქესისა.სტატია გაგაცნობთ ამ არაჩვეულებრივად სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალს.
1) - მწვანე ჩაი - ეს უნიკალური სასმელი ხელს უწყობს არა მარტო სხეულის, არამედ ტვინის პრობლემებსაც. ის აფერხებს დაბერების პროცესს და ამარცხებს " გონებრივი" დაავადებებისა და კიბოს პრევენციას.

2 ) - წყალი- უნივერსალური წამალი საუკეთესოა ყველა მდგომარეობის დროს, ეხმარება ტვინს დეტოქსიკაციაში და მისი რეგულარული მიღება იცავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას.
3 ) - როზმარინი - შეიცავს კარნოსინის მჟავას, რომელიც ასევე იცავს ტვინს დეგენერაციუკლი დაავადებისგან, მაგალითად სკლეროზისგან.
4 ) - თაფლი - ხშირად თაფლს ტვინის მკვებავად მოიხსენიებენ, რომელიც ტვინს აძლევს ენერგიას. ამასთანავე თაფლი იმუნოსტიმულანტია და ანტიოქსიდანტებს შეიცავს.
5 ) - ხახვი - შეიცავს ანთოციანინებს და შესაბამისად ტვინს იცავს დაზიანებისაგან.
6 ) - ავოკადო - სად არ შეხვცდებით ამ უნიკალურ ხილზე რეკომენდაციებს.იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის ჟანგბადით მომარაგებას.

7 ) - გოგრის თესლი - შეიცავს ცხიმოვან მჟავებს დიდი ოდენობით ასევე შეცავენ თუთიას, რომელიც გვეხმარება მეხსიერებაში.
8 ) - ნუში - შეიცავს E ვიტამინსდა ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, დიდი ოდენობით შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონერებისათვის.

9 ) - ნიგოზი ან თხილი - ასევე შეიცავენ ომეგა 3 და დამატებით შეიცავენ E ვიტამინს, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.

10 ) - თევზი - დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ქონს, მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ომეგა 3 - ით მდიდარია ორაგული, სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია.
