x
image
ვიზა კოხაძე
საზამთრომ 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა
image
image
უბედური შემთხვევა რუსეთში, კერძოდ კი ნოვოსიბირსკში მოხდა, სადაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანო იკვლევს 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზს.მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც ბავშვმა საზამთრო შეჭამა.ერთ დღეში მოზარდი გარდაიცვალა.ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნაში მითითებულია ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ქიმიური ნივთიერებებითა და აზოტით შეწამლული საზამთრო.ექსპერტიზა უტარდება აგრეთვე ბავშვის სხეულს.

მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა პერმის საზაფხულო ბანაკში, სადაც 9 ბავშვს საზამთროს ჭამის შემდეგ ინტოქსიკაცია დაეწყოთ.ორი კვირით ადრე კი ირტიშის საზღვართან რადიაცია დაფიქსირდა.

ყოველი წლის ზაფხულის სეზონზე რუსეთში ექსპერტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საზამთრო - განსაკუთრებით საადრო, საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.გარდა ამისა, იმავე ექსპერტების მითითებით ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეებმა სად და ვისგან ყიდულობენ ხილს.

მათი ვარაუდით ივლისის თვეში მოყვანილი საზამთრო ჯერ კიდევ არ არის მწიფე და სასურველია ზემოთ აღნიშნული ხილი აგვისტო - სექტემბერში იყოს შეძენილი, თუმცა გარანტიებსაც ვერავინ იძლევა, რომ სექტემბრის ბოლოსაც არ იყოს საზამთროში რადიაციის ნიშნები.


image

image

3
1103
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1103
  
2013, 1 აგვისტო, 20:47
სისულელეა
2013, 1 აგვისტო, 20:40
საბედნიეროდ საქართველოში არ დაფიქსირებულა.ტან უკვე აგვისტოც დაიწყო.არა და ხალხი დიეტისთვის იყენებს.
2013, 1 აგვისტო, 20:38
საერთოდ რას ვჭამთ ჩვენ ხო არ ვიცით განსაკუთრებით საქართველოში არაფერი რომ არ კონტროლდება
0 1 3