სიახლეები 10 აუცილებელი პროდუქტი - ჯანმრთელობის გარანტი 2014, 20 ნოემბერი, 15:13 ექიმები მუდმივად გვაფრთხილებენ იმის შესახებ, თუ რაოდენ ცუდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ქოლესტერინის არსებობა ორგანიზმში.თუ კი ბოლოდროინდელი ანალიზის პასუხებში ქოლესტერინის გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, აუცილებელია ყოველგვარ დიეტას თავი დავანებოთ და ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნამდვილად დაგვეხმარება ქოლესტერინის ნორმალიზებაში. ჩვენ მოგითხრობთ იმ პროდუქტებზე, რომელთა რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალიზებას და ასევე ხელს უშლის სერიოზული დაავადებების განვითარებას.პირველ რიგში გასათვალისწინებელია ალკოჰოლზე და სწრაფი კვების პროდუქტებზე უარის თქმა, ისევე როგორც ცხოველურ ცხიმებზე. მაშ ასე: იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომლებიც ჯანმრთელობის საწინდარია: ორაგული: ხილი ნებისმიერი: მწვანე ჩაი: ნებისმიერი კენკროვანი, შოკოლადი, ნიორი, მცენარეული ცხიმი, კაკალი, თხილი, Имбирь.რა ფუნქცია აქვს კენკრას: ის წმენდს სისხლძარღვებს ჭარბი ქოლესტერინისგან, აძლიერებს გულის კუნთებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში თრომბების წარმოქმნას.ორაგული: თევზი, რომელიც ცხიმოვანი მჟავებისგან იცავს სისხლძარღვებს და ასევე კარგი საშუალებაა გაათავისუფლოს ორგანიზმი ქოლესტერინისაგან.კაკალი: რეალური მედიცინა ქოლესტერინთან ბრძოლის მთავარ იარაღად სწორედ კაკალს იყენებს, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს E ვიტამინს, მაგნიუმს, სპილენძს, ჯანსაღ ცხიმს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეში სასურველია მხოლოდ 50 გრამი კაკლის მიღება.შოკოლადი: სასურველი ინფორმაცია შოკოლადის მოყვარულთათვის, რომლის რეგულარული გამოყენება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, თუმცა აქაც დოზას ექცევა ყურადღება - სასურველია მუქი შოკოლადი და დღეში მხოლოდ 40 გრამი.ნიორი და Имбирь: არა მარტო ებრძვის ქოლესტერინს, ასევე ეხმარება ორგანიზმს გრიპისა და სურდოს თავიდან აცილებაში.მწვანე ჩაი: ერთერთი უმნიშვნელოვანესი სასმელი, რომელიც დღეში სასურველია სამი ჭიქა მივიღოთ თუ მეტი არა.მცენარეული ცხიმი: ზეთის ხილის, სოიას, სეზამის ზეთი უნდა მივიღოთ დღეში მინიმუმ სამი ჩაის კოვზის ოდენობით. 580 10-ს მოსწონს
|