სიახლეები რას მიიჩნევენ ბრიტანელები ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კვების პროდუქტებად და რა სახის რჩევა - დარიგებებს აძლევენ ისინი მოსახლეობას 2014, 2 აპრილი, 22:01 ბრიტანელების აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ოდენობით მწვანილის და ხილის მიღებას შეუძლია ადამიანს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს.და არა მარტო ჯანმრთელობას, საგულისხმოა მათი მოსაზრება თმის, სახის კანის, კბილების სიჯანსაღეზე.ადამიანები ხშირად ამბობენ უარს საუზმეზე, რაც ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობითაა გამოწვეული. უცხო არ არის საზოგადოებისთვის, რომ კალციუმის დიდი რაოდენობაა ძირითადად რძის პროდუქტებში, მაგალითად: კეფირში, იოგურტში, მაგრამ ადამიანების უმეტესობა კალციუმის შემცველ პროდუქტებს ვერ იტანს და ამიტომაცაა მედიცინა სხვადასხვა სახის პრეპარატებს რომ უნიშნავს პაციენტებს. როდესაც ბევრს ეწევა ადამიანი, მის ორგანიზმს მეცნიერთა აზრით აკლია ვიტამინი "C." მეცნიერების აზრით, სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობაა ხშირი გაციების, გადაღლის, უძილობის, ღრძილების დაავადებების გამომწვევი მიზეზები.ახლა, როცა გაზაფხულია და ხილის უმეტესობა გამომშრალი თუ არა, საუკეთესო შემთხვევაში ვიტამინების ნაკლებ რაოდენობას შეიცავს, უმჯობესია დღის განმავლობაში ხშირად მივირთვათ ცოცხალი ფორთოხლის წვენი, კარგია აგრეთვე ზამთრის პირობებში მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი, ე.წ. "კიტრის პიკული", რომელიც დიდი ოდენობით ვიტამინს შეიცავს.
56 11-ს მოსწონს
|