საზოგადოება "ამიერიდან დიდ სცენას ციხის კარები შეცვლის... ბალერინას სტატუსი კი... დედის მკვლელით შეიცვლება!" 2017, 22 მაისი, 8:31 გოგონა, რომელმაც დედა მოკლა, ყოფილი პრიმაბალერინა ანა მურადელი აღმოჩნდა. ანა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ფეხზე მიღებული ტრამვის გამო სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა. მეუღლესთან, რეზო მაღალაშვილთან დაშორების შემდეგ კი ალკოჰოლს მიეძალა და ასე ებრძოდა დეპრესიას. ამ ყველაფრის დაძლევაში კი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი დაეხმარა. გავრცელებული ინფორმაციით, ანა მურადელმა საკუთარი დედა, ლამარა მინდორაშვილი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა, მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. კოლეგები ანას დადებითად ახასიათებენ-ულამაზეს და არაჩვეულებრივ მოცეკვავედ. ამ შემთხვევით ყველა გაოგნებულია და ახსნას ვერ უძებნიან. ამ ფაქტს სოციალური ქსელით სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი და დიზაინერი ლიკა ყაზბეგი ეხმიანება. აი, რას წერს იგი ანა მურადელზე: "ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის. სიყვარულს–სიძულვილი! თავისუფლებას–საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა-ბალერინას სტატუსი კი დედის მკვლელით შეიცვლება! ჩემი თათას კოლეგა იყო ანი მურადელი. ლამაზი, ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა .... იღბალის გარდა. მისი სისუსტის შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. მიუხედავად ყველაფრისა მთელი ოპერის დასი, სამეგობრო გვერდში ედგნენ. აფასებდნენ მის ნიჭს. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგობი, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს ამ ადამიანს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო ეს გოგო მებრალება." 568 5-ს მოსწონს
|