სიახლეები ავტომობილის "მკვდარი ზონის" პრობლემა გადაწყვეტილია 2017, 15 მაისი, 23:14 ჩვეულებრივი გვერდითი უკანა ხედვის სარკე არამარტო არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ მანძილი უკან მომავალ ავტომობილებამდე, არამედ საკმაოდ ვიწრო ხედვის არე აქვს. თუ მანქანა ცოტა უკან და გვერდითაა, იგი "მკვდარ ზონაში" ხვდება და მძღოლი საერთოდ ვერ ხედავს. სარკეს, რომელიც მოიგონა და დააპატენტა მათემატიკის პროფესორმა ენდრიუ ხიკსმა, საკმაოდ ფართო ხედვის არე აქვს და ამასთანავე გამოსახულება მკაფიოა. თავად ხიკსი ასე აღწერს სარკეს: წარმოიდგინეთ, სარკის ზედაპირი შედგება მრავალი პატარა ამრეკლავი ნაწილებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გამოთვლილი კუთხითაა შებრუნებული. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია. გამოგონებამ უკვე ოფიციალური პატენტი მიიღო, მაგრამ მისი დანერგვა ჯერჯერობით ბიუროკრატიულ სირთულეებს აწყდება. 252 შეფასება არ არის
|