საქართველო იური ლუჟკოვი და სასულიერო პირები 2017, 9 მაისი, 12:22 როგორც ცნობილი ამ დღეებში საქართველოს მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი ეწვია, რომელიც თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, არსებობს საგარეო საქმის სამინისტორს ოფიციალური საპროტესტო ნოტაც, რომელიც 2006 წლის 20 ივლისით არის დათარიღებული. "იური ლუჟკოვმა სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი “ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმში კულტურულ-საქმიანი ცენტრის, “მოსკოვის სახლის“ მშენებლობის შესახებ. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის დოკუმენტები, რომლებიციც ხელმოწერილია აფხაზეთის სეპარატისტულ ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, უკანონოა, არ გააჩნია არანაირი იურიდიული ძალა და ანულირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად." თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა. თუმცა ყოველივე ამის შემდეგ ლუჟოვმა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, არა და „ოკუპაციის შესახებ“ კანონის თანახმად მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ყოველივე ამის ფონზე "მოამბე"-სთან ინტერვიუში ლუჟკოვი ცინიკურად აცხადებს, "რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს." ამასობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება სასულიერო პირებთან გადაღებული ფოტოები. "ასეთ ფოტოებს რომ ვხედავ, და ისინი მართლაც მრავლადაა, ვრწმუნდები: ხვალ რომ საქართველოში რუსის ტანკები შემოვიდენ, ჩვენი 90 პროცენტიანი ნდობის მქონე ეკლესია "ხლებ-სოლითა" და ხატებით შეეგებება "ერთმორწმუნეებს"...!-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია. 317 5-ს მოსწონს 1-ს არა
|