საქართველო "თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი"-კალაძის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე 22 აგვისტო, 18:02
ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ავტომობილი 500 ათასი ევრო, რომლის ფოტოც დედაქალაქის მერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, კალაძე პასუხობს, რომ 500 ათასი ეს ავტომობილი “მისნაირი ბრიყვისთვის ღირს“.
"თქვენ ნუ იდარდებთ ჩემს ავტომანქანაზე, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი, ისეთ მდგომარეობაში ხართ. არ აგიხსნით სად იმყოფებით. ნიკა გვარამია გეტყვით, სად და როგორ იმყოფებით. 500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრებაა, ყველა დეკლარაციაშია მითითებული“, — განაცხადა კალაძემ. ჟურნალისტიკის კითხვაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: “მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ". 250 2-ს მოსწონს
|