საქართველო პირველი რა მოიმოქმედა სტალინმა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა? 2 მაისი, 12:04
1922 წლის 3 აპრილს იოსებ ბესარიონის ძე სტალინი საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი გენერალური მდივანი გახდა.
ხოლო 1922 წლის 23 სექტემბერს საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა წარმოადგინა პროექტი საბჭოთა რესპუბლიკების „ავტონომიზაციის“ შესახებ. მოკლედ, ავტონომიიზაცია ითვალისწინებდა რსფსრ-ს მიერ ამ რესპუბლიკების სრულ შთანთქმას და ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის დაკარგვას. სტალინის გეგმის მიხედვით, არ უნდა ეარსება საკავშირო რესპუბლიკებს. ითვლებოდა, რომ ბელორუსია, უკრაინა და ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკა(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გახდებოდნენ რუსეთის (რსფსრ) შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტების უფლებებით, რითაც გათანაბრდებოდა სხვა ავტონომიურ რესპუბლიკებთან. ლენინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ გეგმას და ამტკიცებდა, რომ საკავშირო რესპუბლიკებს უნდა ჰქონოდათ დამოუკიდებლობის უფლება რსფსრ-ში. შედეგად, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა 1922 წლის დეკემებერში დაამტკიცა ლენინის გეგმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნას. მაგრამ თუ ცენტრალური კომიტეტი დაეთანხმებოდა სტალინის პოზიციას? მაშინ რა იქნებოდა? ღმერთმა უწყის!ყოველ შემთხვევაში სტალინის გეგმა ბევრად უფრო წამგებიანი იყო და შესაძლოა საქართველო და დანარჩენი რესპუბლიკები დღესაც რუსეთის იმპერიის უღელქვეშ ყოფილიყო, როგორც არის სრულიად არარუსული ეთნოსები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, თათრეთის რესპუბლიკა, ყ აბარდო- ბარყარეთი და ა. შ.მთლიანად 24 ავტონომიური ერთეული. 689 2-ს მოსწონს
|