x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სერგო ორჯონიკიძის სიკვდილი და მისი წინაპირობები
image

1937 წლის 18 თებერვალს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა სერგო ორჯონიკიძე, კაცი რომლის გვარიც საზოგადოდ მოღალატის სინონიმად იქცა, დღემდე მისი სიკვდილი საიდუმლებით არის მოსილი, თუმცა არის ვერსიები.



ორჯონიკიძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, სტალინის მიერ წარმოდგენილი იყო, რომ „გულმა ვერ გაუძლო“.


ეს ვერსია ოდითგანვე მთავარ მიზეზად ითვლებოდა, რომ ორჯონიკიძე მოულოდნელად გულის დამბლით გარდაიცვალა შუადღის ძილის დროს .




"ბოლო 2 წლის მანძილზე ამხანაგ ორჯონიკიძეს პერიოდულად აწუხებდა სტენოკარდიისა და გულის ასთმის შეტევები. ბოლო მძიმე შეტევა მან 1936 წლის ნოემბერში გადაიტანა. 1937 წლის 18 თებერვალს დილიდან ამხ. ორჯონიკიძეს არ გამოუთქვამს რაიმე წუხილი ჯანმრთელობის მხრივ, 17 საათსა და 30 წუთზე, დღისით დასვენებისას თავი იგრძნო ცუდად და რამდენიმე წუთში იგი გულის უკმარისობით გარდაიცვალა" – ასეთი იყო სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.

image



ამ ვერსიას ორი ძალზე საეჭვო ფაქტი აბათილებდა: ჯერ ერთი, მალევე დახვრიტეს ყველა, ვინც ამ განცხადებას მოაწერა ხელი და მეორეც, ორჯონიკიძის მეუღლეს განაცხადი, გარდაცვლილის ბინიდან გამოსვლისას როგორ უხეშად გააფრთხილა სტალინმა „არავის სიტყვაც არ უთხრა სერგოს გარდაცვალების დეტალებზე. არაფერი ოფიციალური უწყების გარდა, თქვენ მიცნობთ..." ოფიციალური ვერსიის გარდა კიდევ სამი ვერსია იყო თვითმკვლელობა, მოწამვლა, მკვლელობა.


სიმართლესთან მდგარი ყველაზე სარწმუნო ვერსია კი სერგო ორჯონიკიძის მეუღლემ, ზინაიდა პავლუცკაიამ მხოლოდ 1956 წელს გაამხილა: ტყვიით მოკლული სერგო ორჯონიკიძის სხეული საძინებელში თავად აღმოაჩინა. საქართველოში 1921 წლის სისხლიანი თებერვლის მთავარმა ორგანიზატორმა, 16 წლის თავზე, თებერვალში მოიკლა თავი.


ლეგენდის მიხედვით "კომოდზე მისი წერილი იდო, მან დაწერა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, რომ აღარ შეეძლო ასე ცხოვრება და არ იცოდა რა ექნა" - თუმცა, ეს წერილი არავის უნახავს.







ხრუშჩოვის მემუარების მიხედვით, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა, თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების დახვრეტების).


„სერგომ შეასხა ფოლადის აბჯარი ჩვენს გმირულ წითელ ლაშქარს, დაუმზადა და მიაგება საკმაო და საკადრისი, ჩვენ მტრებს რომ ეკადრება, ისეთი იარაღი და საჭურველი. და როცა სასიკვდილო ბედისწერით გაბოროტებული მტერი ჩვენზე თავდასხმას მოინდომებს, სერგოს ქარხნებში, სერგოს უძილო ღამეებში მოფიქრებული და მომზადებული საქმეებით გამოჭედილი იარაღი გადაუღობავს ჩვენს მტრებს ჩვენსკენ მომავალ გზას“, - წერდა საბჭოთა პრესა „რკინის სახალხო კომისარზე“, თუმცა სერგო ორჯონიკიძის დამსახურებამ რუსეთის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა მრეწველობის, თავდაცვისა და პირადად სტალინის წინაშე, ვერ დაიცვა ვერც სერგოს მრავალრიცხოვანი ნათესავები და ვერც, საბოლოო ჯამში, თვითონ სერგოც.



1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს სერგოს უფროსი ძმა პაპულია, პაპულიას ცოლი ნინო მაჭავარიანი (ოთხი შვილის დედა) და 15-მდე სხვა ახლო ნათესავი. სწორედ პაპულიას დაპატიმრებით მიხვდა სერგო, რა ბედიც ელოდა...





თუმცა პარტიამ დიდად დააფასა "რკინის სერგოს" ხსოვნა, (შეგახსენებთ, იგი 1932 წლიდან სიკვდილამდე მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი იყო) მთელს საბჭოეთში მის სახელს არქმევდნენ ქალაქებს, რაიონებს, ფაბრიკა-ქარხნებს, კულტურის სახლებს თუ პარკებს, იდგმებოდა ძეგლები.


სერგო ორჯონიკიძის „მოულოდნელი გარდაცვალება“ გულთან ახლოს მიიტანეს მის სამშობლოში, სადაც გარდაცვალებიდან ლამის მთელი ორი კვირის განმავლობაში იბეჭდებოდა როგორც მოგონებები „რკინის სახკომზე“, ასევე - ლექსები.

„ვნახე სამშობლო დუმილში მდგარი

ბრძოლის დროშებით შავს თალხებს იხვევს,

წავედი, ქარხნის შევაღე კარი,

სერგო მოკვდაო - ქვითინით მითხრეს

და თავს დამეცა მე გლოვის ზარი...



...კავკასიონიც ღვიძლ სერგოს სტირის,

შენც დაღვრემილხარ რუსეთო ვრცელო,

რკინის სახკომი დაჰკარგე გმირი

სამშობლოვ დიდო და საყვარელო!...“


image





ვრცელი წერილი („უკვდავია, უკვდავად დარჩება“) მიუძღვნა სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალებას პავლე მ. საყვარელიძემ, „ლიტერატურული საქართველოს“ 1937 წლის 1 მარტის ნომერში წერდა:


„50 წელი გაძლო სერგომ, 50 წელს გაუძლო მისმა ორგანიზმმა იმ დაუცხრომელი სულის ტარებას, სერგოს რომ არგუნა... მაგრამ ვინ? ბედმა, განგებამ, ვინ მისცა, ვინ მიამადლა მას ეს საგანძური? რასაკვირველია, პარტიამ! ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბევრის რამის არ მცოდნე, ის შეხვდა დიდ სტალინს და ამ შეხვედრამ გადასწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ, უცვლელად და შეურყევლად სერგოს „ბედი და იღბალი...“


image


ისტორიული სამართლიანობა მხოლოდ 1989 წელს აღსდგა, როდესაც საბოლოოდ მისი პოლიტიკური დასამარება მოხდა, როცა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 1977 წელს აღმართული მისი ბრინჯაოს ძეგლი ქართველმა ხალხმა დაამხო. ამავე წელს აიღეს ორჯონიკიძის სიცოცხლეშივე (1935 წ.) მუშტაიდის პარკში დადგმული ძეგლი.

1
2520
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2520
  
20 თებერვალი, 10:20
მაგან აჩუქა რუსეთს სოჭის რეგიონი 1922-ში ქართული მიწა-წყალი,ჯოჯოხეთშია მაგის სული.მტერი საქართველოსი.
0 1 1