საქართველო "ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის"-მიხეილ სააკაშვილის მიმართვა 2 მარტი, 17:13 ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით პოლიტიკურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს 2024 წელს სწორი არჩევანი გააკეთონ, რათა "იშრომოს ღირსეულად, მომავლის იმედით."
"მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის.
2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს, არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და აქვს მომავლის იმედი - თუ ირჩევს გაუცხოების, სიღარიბის, უპერსპექტივობის და საკუთარი ქვეყნიდან ემიგრაციის გზას.
ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს !
2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში - რაც ნიშნავს ღირსეულ დასაქმებას, მაღალ შემოსავლებს, საუკეთესო განათლებას, უზრუნველ სიბერეს, მომავლის პერსპექტივას - აქ, საქართველოს მიწაზე.
თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს - ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის პარტიული ბორდის დონეზე.
მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს.
მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან.
არავის კრიტიკას ვაპირებ, მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ნაციონალური მოძრაობის კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია.
საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის."-წერს ექს-პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ “გამარჯვების კოალიცია”-მ პეტიცია შეადგინა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას
“მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნავალნის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში უმაღლესი დონის შეხვედრებზე.
ევროპარლამენტარებისგანაც არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, პუტინის პირადი ტყვე. ქვეყანას აქვს არჩევანი და ამ არჩევანს ექნება შედეგები: ან გაყვებიან საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზას, გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და მისცემენ საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას შესაბამისი მკურნალობის მისაღებად ან დატოვებენ პატიმრობაში და ამით სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალობას, რაც საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, ვისაც პუტინი არაერთხელ საჯაროდ დაემუქრა მოკვლით და ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, სანამ ცოცხალია საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და გაათავისუფლოს ცივილიზებული მსოფლიოს მიერ საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოდ აღიარებული მიხეილ სააკაშვილი! ვინაიდან ქალბატონი სალომე დაადგა ევროპული ღირებულებების გზას, ხელისუფლების სხვა შტოებისგან განსხვავებით, იმედს ვიტოვებთ, რომ იმოქმედებს შესაბამისად და ამით საქართველოს მომავალსაც გადაარჩენს!“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში 66 1-ს მოსწონს
|