x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცსს (CIA)-ს ყოფილმა თანამშრომელმა მიწისქვეშა ცივილიზაციის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

image


ც ს ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) – ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა (Edward Joseph Snowden) გაასაჯაროვა მისთვის ცნობილი ფაქტები, პარალელური მიწისქვეშა ცივილიზაციის არსებობის შესახებ. 2013 წლით დათარიღებული, მის ხელთ არსებული დოკუმენტების ქსეროასლების თანახმად (ინფორმაცია დედამიწაზე ანომალური სიცოცხლის ფორმების არსებობის შესახებ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (National Security Agency, NSA) გასაიდუმლოებული ფაილებიდან იყო კოპირებული), აშშ-ს ხელისუფლებისთვის, უკვე დიდი ხნის მანძილზე არის ცნობილი, რომ დედამიწაზე, ჩვენი ცივილიზაციის პარალელურად, სხვა, ბევრად უფრო მაღალგანვითარებული ცივილიზაციაც ცხოვრობს, რომლის წარმომადგენლები უცხოპლანეტელები კი არა, დედამიწელები არიან. მაგრამ, უფრო მაღალგანვითარებულები, ვიდრე ჩვენ ვართ. სნოუდენის მტკიცებით, ე. წ. «ექსტრემოფილების» შესახებ, აშშ-ს ხელისუფლებისთვის გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ცნობილი, თუმცა ეს ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებულია. მის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, ეს ჰუმანოიდები ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში ცხოვრობენ, მიწისქვეშ, ჰიდროთერმალური წყაროების რაიონებში და პოლარული ყინულის საფარს ქვეშ, სწორედ ამის გამო დაარქვეს ცივილიზაციას, პირობითად, «ექსტრემოფილები».

დოკუმენტებში დაფიქსირებული, პენტაგონის სამხედრო ექსპერტების აზრით, აღნიშნული ცივილიზაციის წარმომადგენლები, ბევრად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ და ამის მიზეზი ის არის, რომ მათი განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია ომებს და კატაკლიზმებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე გამუდმებით ხდებოდა.
ექსტრემოფილების საცხოვრებელი გარემოდ დედამიწის მანტია ითვლება. როგორც ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, «ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც პირობები მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, მილიონობით წლების მანძილზე».

image

image

1
1672
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1672
  
2017, 11 მაისი, 13:16
რა საინტერესოა!
0 1 1