x
image
დათო შაროვი
3 მარტივი საშუალება წარმატების მისაღწევად, ეს უნდა იცოდეთ!
image


ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, როგორც კარგი, ისე ცუდი დღეები, ვიღაცას წარუმატებ-

ლობა ფეხდაფეხ სდევს, ვიღაცა კი მზესავით ბრწყინავს და გათენება უხარია. იმისათვის,

რომ ისიამოვნოთ მოვლენების ბედნიერი განვითარებით, წარმატება თქვენი ცხოვრების


მუდმივ თანამგზავრად უნდა აქციოთ.


image


წარმატება ფართო გაგების მცნებაა, ყველას თავისებურად ესმის მისი მნიშვნელობა. ვი-

ღაც წარმატებად მიიჩნევს ლატარიის მოგებას, ზოგი კი იმითაც ბედნიერია სამსახურში

დროულად თუ მივა, გზებზე საცობში მოხვედრის გარეშე. საკმარისია ვიცოდეთ ზოგი-

ერთი ეფექტური და გამოცდილი მეთოდი.


პირველი მეთოდი არის ერთ-ერთი მთავარი, თუ იმოქმედებთ ამის მიხედვით თქვენ შე-

ძლებთ ცხოვრებაში მიიზიდოთ არა მარტო წარმატებული მომენტები და წვრილმანებში

გამართლება, არამედ უფრო სერიოზული მიღწევებიც, გაგიუმჯობესდებათ ცხოვრების

ხარისხი მთლიანად და საჭირო ადამიანები თვითონ მოვლენ თქვენთან.ეს მეთოდი მო-

ითხოვს მხოლოდ ერთს, უპირობოდ გიყვარდეთ თქვენი თავი და სამყარო.წარმოიდგი-

ნეთ: თქვენ მიდიხართ მეგობრებთან და ხედავთ ორ ადამიანს, ერთ-ერთი ზის ნაღვლი-

ანი და რაღაცას უკმაყოფილოდ ბუტბუტებს, ხოლო მეორე იღიმის და გაბრწყინებული

სახითაა, რომელთან მიხვიდოდით? ვისთან მოგინდებოდათ ურთიერთობა? რომელიც

მოღუშულია და უკმაყოფილოა ცხოვრებით, თუ რომელიც მომღიმარია და მზადაა გაგი-

ზიაროთ დადებითი განწყობა.ასევეა წარმატებაც, ის მიდის სიცოცხლის მოყვარულ ადა-

მიანებთან, რომლებიც არასოდეს წუწუნებენ. შეიძლება, ვიღაცას ეს მეთოდი მოეჩვენოს

არაფრის მაქნისად, ბევრი იტყვის “ხო, მე ყოველდღე ვიღიმები, მაგრამ რა სარგებელი!"

მაგრამ, დაფიქრდით ნამდვილად იღიმებით, თუ ეს უბრალოდ მორიგი ნიღაბია და თა-

მაში საზოგადოებაში?


მეორე მეთოდის მიხედვით გიხაროდეთ ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ მადლიერი იქნებით პატარა საჩუქრებით, მაშინ ფორტუნა შეგა-

მჩნევთ და დროთა განმავლობაში სულ უფრო გაგახარებთ. ისევ წარმოიდგინეთ-თქვენ

გადაწყვიტეთ საჩუქარი გაუკეთოთ ახლობელ ადამიანს, ცოტა ფული გაქვთ და დიდ-

ხანს ეძებთ იმას, რაც მას გაეხარდება. საჩუქრის გადაცემისას ელოდებით მის რექციას,

როგორ გაიხარებს, თქვენ ხომ ფული და ძალა დახარჯეთ ამაზე, მაგრამ მადლობის მა-

გივრად ისმენთ, წუწუნს, რომ საჩუქარი ისეთი არ არის, როგორიც მას უნდოდა. ასეთი

მოგცევის შემდეგ გექნებათ სურვილი, რომ მას კიდევ გაუკეთოთ სურპრიზი? ხოლო, თუ

ადამიანი გულახდილად გაიხარებს თქვენი საჩუქრით და მიხვდება, რამდენი სიყვარული

იქნა მასში ჩადებული, თქვენ კიდევ ეცდებით ბევრჯერ გაახაროთ ის თქვენი საჩუქარით.


მესამე მეთოდი ეს თქვენი ღიმილია, ოღონდ ღიმილი უნდა იყოს გულრწფელი, ღიმილს

შეუძლია გადაწყვიტოს რთული პრობლემები.მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ როცა ვიღი-

მებით, ჩვენს ტვინს მიეწოდება სიგნალი, რომ ყველაფერი კარგადაა. ამ დროს ის სხვა-

გვარად აზროვნებს, გადაერთვება პოზიტიურ მხარეს. ცნობილია, რომ ადამიანები, რომ-

ლებიც ხშირად იღიმებიან, იშვიათად ავადმყოფობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებიან და უფრო წარმატებულები არიან თავიანთ სფერში.ამ მეთოდების ცდით თქვენ არაფერს

დაკარგავთ, პირიქით იძენთ. გაიღიმეთ და გიხაროდეთ ცხოვრება.


თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!

3
78
11-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
78
  
ღიმილმა აქცია მონა ლიზა უკვდავად)... გადასარევი სტატიაა.
2017, 4 მაისი, 13:23
მიხარია თუ მოგეწონათ :)
2017, 4 მაისი, 12:09
მადლობა, ძალიან კარგია
0 1 3