სხვა მითი-თვითაალებაზე 2017, 4 მარტი, 23:38 ![]() თუ დაფიქრებულხართ როდესმე-პარანორმალურ მოვლენებზე. მოდით გავერკვეთ, რას ნიშნავს თვითონ “პარანორმალური“. ძირითადად, ეს არის მოვლენა, რომელიც ეწინა- აღმდეგება მსოფლიო წარმოდგენას, უფრო მარტივად, ეს არის მოვლენა, რომლის ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია. მსოფლიოში პარანორმალურობის უამრავი მაგალითი არსებობს: ეს არის ბერმუდის სამკუთხედი და პოლტერგეისტი, ადამიანის აალება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა. ძალიან საინტერესოა ადამიანის აალება, ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი მოვლენა. აი, წარმოიდგინეთ: თქვენს წინ ზის ადამიანი, აბსოლუტურად ჯანმრთელი და უცბად ის იწყებს აალებას, რამდენიმე წუთის მერე, თქვენს წინ რჩება მხოლოდ ერთი მუჭა ნაცარი. იცით, რა ტემპერატურაა საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე დაიწვას ადამიანის ძვლები და ფერფლად იქცეს? არ იცით? 1700 გრადუსი, ეს არის 600 გრადუსით მეტი, ვიდრე კრემატორიუმში, ამას გარდა, აღ- მოჩნდა, რომ აალების მსხვერპლი უფრო ხშირად მამაკაცები ხდებიან. ვინ ახსნის ამას? ადამიანების თვითაალების ფაქტები ხდებოდა წინა საუკუნეებშიც, როცა ადამიანებს სჯეროდათ, თითქოს სატანა წვავდა მათ. თანამედროვე ეპოქაში მეცნიერება, რათქმა უნ- და უარყოფს ასეთ ფაქტებს. მეცნიერების ნათელ თავებს, არ შეუძლიათ იმის დაჯარება, რომაი ასე, უმიზეზოდ შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს და დაიწვეს ადამიანი, მათ სჭირ- დებათ უტყუარი მტკიცებულებები. ყოველ შემთხვევაში, მათ მოუწევთ აღიარონ, რომ რამდენიმე წუთში ადამიანის ფერფლად ქცევა, მეცნიერებას არ შეუძლია ახსნას. ფაქტი რჩება ფაქტად, თქვენ კი გახსოვდეთ: “სამყარო არ არის ისეთი, როგორიც ჩანს“. 73 8-ს მოსწონს |
თითქმის ნებისმიერი ზუგდიდელი დამემოწმება.