x
image
დათო შაროვი
იცით, როგორ მოვექცეთ გარდაცვლილის ნივთებს?
image


ადამიანებს სჯერათ, რომ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები, უმჯობესია დაუ-

რიგდეთ ღარიბ და უქონელ ადამიანებს, რადგან ეს ნივთები ინახავენ გარდაცვლილის ენერგიას და მათი დანახვა ოჯახის წევრებს უხანგრძლივებთ მწუხარებას.მართლმადი-

დებელი რელიგია მოგვითხრობს, როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ეს ცერემონია. ეკლესია გვეუბნება, რომ კარგი იქნება თუ გარდაცვლილის ტანსაცმელს და ნივთებს
მივიტანთ ტაძარში, რათა გაიწმინდოს ისინი ძველი მფლობელის „მეხსიერებისგან’’, ამის შემდეგ მოხდება გადაცემა იმ ადამიანებზე, ვინც ამას საჭიროებენ. ამით თქვენ დაეხმა-


რებით გარდაცვლილის სულს დაასრულოს თავისი საქმეები დედამიწაზე და ხელი შე-

უწყოს გზას სამოთხისაკენ. ეკლესიის წესების თანახმად, ნივთების დარიგება უნდა მო-

ხდეს ორმოცი დღის განმავლობაში. არ დაივიწყოთ ილოცოთ გარდაცვლილის სულის-

თვის და ეკლესიაში ჩაატარებინოთ პარაკლისი. ეკლესიიდან წამოიღეთ სანთლები და- აანთეთ სახლში, რათა გარდაცვლილის სულმა ჰპოვოს სიმშვიდე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვინახავთ გარდაცვლილის ნივთებს სახსოვრად ან მოვიხმართ სიცოცხლის მანძილ-

ზე, ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით, ნივთებზე არსებულმა ნეკროზულმა ენერგიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მგლოვიარე ადამიანს ან სულაც გაიყოლოს იმქვეყნად, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ექსპერტთა რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს დასუფთა-

ვების რიტუალი, შეარჩიეთ ის ნივთები, რომელთა დატოვებაც გსურთ, შეკარით თოკით და მოასხით ნაკურთხი წყალი, ამის შემდეგ აანთეთ ეკლესიის სანთელი და მისი კვამლი მოატარეთ ამ ნივთებზე, ამ დროს გონებაში დაემშვიდობეთ გარდაცვლილს.აიღეთ ყუთი ან ჩემოდანი, ჩაალაგეთ შიგ ეს ნივთები და გადაწერეთ პირჯვარი, ამის მერე შეინახეთ
გარკვეული დროით. ეს დაგეხმარებათ შეგიმსუბუქდეთ განშორების მწუხარება, ამის შემდეგ გარდაცვლილის სულიც მშვიდად იქნება. რაც შეეხება გარდაცვლილის ოქროს სამკაულებს, უმჯობესია, რამდენიმე წუთით მარილიან წყალში ჩადოთ, მარილწყალი ანადგურებს ყველანაირ ბოროტ და უარყოფით ენერგიას, ამის მერე კარგად გაწმინდეთ
და არ გაიკეთოთ გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო ფულადი დანაზოგი
(თუ ასაეთი არსებობდა) კარგი იქნება თუ გარკვეულ თანხას საქველმოქმედო მიზნები-

სთვის გამოიყენებთ. ბოლოს მადლობა გადაუხადეთ გარდაცვლილს ასეთი საჩუქრისა-

თვის და მის სახელზე კიდევ ერთხელ აანთეთ სანთელი.

0
234
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0