სხვა ადამიანებსა და შიმპანზეებს 4 მილიონი წლის განმავლობაში ჰქონდათ სექსი 2016, 1 დეკემბერი, 15:23 მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ევოლუციის დროს, როდესაც ადამიანები და შიმპანზეები ერთმანეთს შორდებოდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. კარგადაა ცნობილი, რომ შიმპანზე ადამიანის ყველაზე ახლო- ბელი “ნათესავია'', მაგრამ მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს მათი შეჯვარებითი ჰიბრიდაციის მტკიცებულებები. სახეობებად დაყოფისას წარმოიშვა რაღაც განსხვავე- ბული, რომელიც არ ჰგავდა თანამედროვე მაიმუნთა არცერთ პოპულაციას. გენური შედარებისას დნმ-ის შესწავლის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანების და შიმპანზეების გაყოფა 6, 3 მილიონი წლის წინ დაიწყო, ანუ უფრო გვიან ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა ხანგრძლივად. ადამიანთა და შიმპანზეთა გარკვეული პოპულაციები დიდხანს განაგრძობდნენ თანაცხოვრებას. ამ დროს გარკვეულ მომენტებში წარმოიშვებოდა გამრავლების უნარის მქონე ჰიბრიდები. ეს იყო ახლო- ნათესაური შეჯვარებისა და ჰიბრიდიზაციის ეტაპი. ჰიბრიდაცია მცენარეთა დაყოფის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სახეა, მაგრამ დღემდე არ იყო ცნობილი, რომ ეს ცხოველთა სახეობების წარმოქმნის სერიოზული ფაქტორიც იყო. ადამიანის გენომი შეიცავს ინფორ- მაციას ჩვენი წინაპრების ევოლუციის შესახებ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანების და შიმპანზეების სახეობების ჩამოყალიბების დაწყებიდან, მათ საბოლოო გაყოფამდე 4 მილიონი წელი გავიდა. ეს იყო მათი ჰიბრიდიზაციის პერიოდი, რითაც აიხსნება X ქრომოსომის ასეთი მსგავსება და მათ გენომებს შორის განსხვავებები. 286 9-ს მოსწონს |
მაიმუნის და ადამიანის შეჯვარებით უნდოდათ ზე გამძლე ადამიანების გამოყვანა სამხედრო დანიშნულებისათვის, პროექტები "ჩაფლავდა" ავტორებს დაფინანსება შეუწყდათ...