სხვა როგორ დავძლიოთ არასრულფასოვნების კომპლექსი 2016, 27 ნოემბერი, 18:02
როგორც წესი, წლების მატებასთან ერთად და კრეატიულ პიროვნებებთან ურთიერთო-
ბისას ყოველი ადამიანი გამოცდილებას იძენს, საკუთარი ღირსების შეგრძნება იზრდება,
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან.
როგორ ვისწავლოთ თავის პატივისცემა? პირველი, ისწავლეთ ხმამაღლა თქვათ: “მე მსურს''. ჩამოწერეთ თქვენი “მინდას'' სია. თვითშეფასება ამაღლდება, როდესაც სიძნელეების დაძლევით მაღალ მიზანს მიაღწევთ. გრძელვადიანი მიზნები ხანმოკლე სერიებად დაყავით, რომლებიც რეალური და ხელმისაწვდომია. მათი რეალიზაციის გეგმა შეადგინეთ. ყოველი წარმატების შემდეგ თავი შეაქეთ-საკუთარი ღირსების, თავის პატივისცემის გრძნობა გაჩნდება. პარალელურად ლექსიკონი უარის თქმით რბილი ფორმებით გაამ- დიდრეთ, მაგალითად, “დღეს-არა'', “შემდგომში'', “ ამაზე ვიფიქრებ'' და ა.შ. ამგვარად გარდაიქმნებით პიროვნებად, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ, დააფასონ და პატივი სცენ. 111 10-ს მოსწონს
|