x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მოიყვანა ემანუელ მაკრონმა ცოლად საკუთარი მასწავლებელი

image

ემანუელ მაკრონი, რომელიც ყველა წინასწარი მონაცემებით შესაძლოა საფრანგეთის მორიგი პრეზიდენტი გახდეს საკუთარ მასწავლებელზეა დაქორწინებული.


1993 წლის 17 მაისს ემანუელ მაკრონმა 15 წლის ასაკში ითამაშა სასკოლო სპექტაკლში ერთ-ერთ როლი, რის შემდეგაც ლოყაზე აკოცა ბრიჟიტ ტრონიემ, მასწავლებელმა რომელიც მოწაფეებს სპექტაკლის დადგმაში დაეხმარა.

image


სკოლის მოწაფეს საკუთარი მასწავლებელი შეუყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი 24 წლით მასზე უფროსი იყო და ამასთანავე ჰყავდა ქმარი და სამი შვილი.


image

ისინი 14 წლის შემდეგ დაქორწინდნენ, საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ასეთი უჩვეულო ურთიერთობა დროში გამოეცადათ.



ცოტა ხნის წინ გამოსულ წიგნში "Un jeune homme si parfait" ჟურნალისტმა ელ ფუნდმა აღწერა, როგორი რეაქცია ჰქონდათ შვილის უჩველო რომანზე მის მშობლებს.(ემანუელის მამა პროფესორ-ნევროლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია.)

image


როგორც გაირკვა მშობლები თავიდან ვერც მიხვდნენ ვისზე იყო შეყვარებული მათი ვაჟი.ეგონათ, რომ ის იყო ოზიერი, ლოურენსის თანაკლასელი და ბრიჟიტ ტრონიეს ქალიშვილი, მაგრამ როგორი იყო მათი გაოცება, როდესაც 16 წლის ყმაწვილმა მშობლებს განუცხადა, რომ საკუთარი 40 წლის მასწავლებელი უყვარდა.


"ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ კავშირს და შემდეგ ქორწინებას შეაჩერებდნენ"-იხსენებს მაკრონი და დასძინა:"არ ვიცი მსგავს სიტუაციაში მე თვითონ როგორი რეაგირება მექნებოდა."


ამის შემდეგ მშობლებმა ბრიჟიტს მიმართეს და სთხოვეს, თავი შორს დაეჭირა მათი არასრულწლოვანი შვილისგან, ყოველ შემთხვევაში 18 წლამდე მაინც, თუმცა ბრიჟიტის პასუხი ასეთი იყო:"ვერაფერს შეგპირდებით."

image

მალევე მაკრონი პარიზში წავიდა ორი წლით და თან თავის მასწავლებელს შეპირდა დავბრუნდები და ცოლად შეგირთავო.


მშობლებს ეგონათ, რომ პარიზში ყოფნისას მაკრონი დაივიწყებდა მასზე 24 წლით უფროს მასწავლებელს მაგრამ არ გაუმართლათ.მშობლიურ ამენში დაბრუნების შემდეგ ემანულემა დედას განუცხადა:" ისევ მიყვარს ბრიჟიტი, უკეთესი იქნება თუ მე გამიგებთ, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩერებას არ ვაპირებ."


დროთა განმავლობაში ემანუელის მშობლები შეეგუვნენ ბიჭის გატაცებას.2007 წელს წყვილმა იქორწინა.


ამჟამად ბრიჟიტი 64 წლისაა, შვილების გარდა 7 შვილიშვილი ჰყავს და ქალი საფრანგეთის პირველი ლედობისთვის ემზადება.

image


1
357
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
357
  
2017, 27 აპრილი, 12:01
გიჟია
0 1 1