x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

image


ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პირველი შემთხვევა არ არის, იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი ძველი ცივილიზაცია ფლობდა ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა. გასულ საუკუნეში, ეგვიპტეში ნაპოვნმა მუმიამ, უძველეს დროში არსებული მედიცინის უმაღლესი დონის «დემონსტრირება» მოახდინა.

აქ საუბარია ძველეგვიპტურ მუმიაზე, რომელიც იუზერმონტუს («მონტუს სიმძლავრე») სახელით არის ცნობილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ სახელით ის ჩვენთვის არის ცნობილი. თუმცა, სახელი სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. მაგრამ, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ:
1971 წ. ეგვიპტეში ამერიკელმა არქეოლოგებმა დალუქული სარკოფაგი აღმოაჩინეს და დეტალური კვლევის ჩასატარებლად, კალიფორნიაში გადაიტანეს. მისი გახსნის შემდეგ, შიგნით ნახეს საკმაოდ კარგად შენახული მუმია და დაადგინეს, რომ მისი ასაკი 2600 წელს აღემატებოდა და რომ, ის საკუთარ სარკოფაგში არ იწვა. თავდაპირველად მასში სხვა მუმია – იუზერმონტუ უნდა ყოფილიყო ჩასვენებული, ხოლო წლების შემდეგ, იგივე სარკოფაგში, რატომღაც, მეორე მუმია ჩააწვინეს. სწორედ ის არის ჩვენთვის ცნობილი, სარკოფაგის ძველი «პატრონის» სახელით. ეს ადამიანი სიცოცხლეში შეძლებული ეგვიპტელი უნდა ყოფილიყო, საშუალო სიმაღლით და წითური თმით.

მეცნიერებმა მუმია, შესწავლის შემდეგ, კალიფორნიის ისტორიის მუზეუმს გადასცეს, სადაც სარკოფაგი ორ ათეულ წელზე მეტ ხანს იდგა, ვიდრე მისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება არ გადაწყდა. მიღებულმა შედეგმა კი, ყველა, ვისაც მასთან რამე აკავშირებდა, საგონებელში ჩააგდო:

1995 წელს მუმიას რენდგენული კვლევა ჩაუტარეს და მის მარცხენა ფეხში მეტალის შტიფტი (მილისებური შემაერთებელი მოწყობილობა) აღმოაჩინეს. ეს 23 სმ-ს სიგრძის, მუხლში ჩაყენებული საგანი იყო. უფრო დეტალური კვლევისთვის, ფეხი გაბურღეს და ძვლის და უცხო საგნის ნიმუშები აიღეს. ციტოლოგიური ანალიზისას, ორგანული რეზინის ნაწილაკები იყო აღმოჩენილი, რომელიც ძვლების შესაწებებლად იყო გამოყენებული. ყველაფერი საუკეთესოდ იყო შეწებებული და როგორც ზევით იყო აღნიშნული, ამ ოპერაციის «ასაკი», დაახლოებით, 2600 წელი არის.
გამოდის რომ, ძველეგვიპტელ ქირურგებს, თითქმის 3 ათასი წლის წინ, ურთულესი ქირურგიული ოპერაციების ჩატარება შეეძლოთ. მკვლევარების თქმით, მუმიის ხელოვნური ინპლანტანტი ბიომექანიკის იმ პრინციპების დაცვით არის შექმნილი, რომლითაც დღეს თანამედროვე ორთოპედები ხელმძღვანელობენ.
შემდეგი საკითხი, რომელიც მეცნიერებს აინტერესებდათ ის იყო, თუ როდის ჩატარდა ოპერაცია, ადამიანის სიცოცხლეში, თუ გარდაცვალების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა – სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, ვიდრე დაკრძალავდნენ (ვიდრე მუმიფიცირებას მოახდენდნენ).

და აქ ისმის კითხვა: რისთვის იყო ეს საჭირო?
ისტორიული ფაქტია, რომ ძველად, ადამიანები, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაში, აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ. და რადგან ეს ასე იყო – სულს საიქიოში, სრულიად ჯანმრთელი სხეული ესაჭიროებოდა. ამიტომ, მოტეხილი ფეხის აღდგენა იყო საჭირო, რაც ექიმებმა უნაკლოდ გააკეთეს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენამდე არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც განვითარების უმაღლეს დონეზე იმყოფებოდა. თუმცა, ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია

ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

აკრძალული არქეოლოგია

ბრინჯაოს საიდუმლოებანი

სენსაციებს ბოლო არ უჩანს

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა

0
3676
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0