სხვა როგორც "Новая газета" იტყობინება ჩეჩნეთში დააკავეს ასზე მეტი განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცი, არის მსხვერპლიც 2017, 22 აპრილი, 17:31 ბოლო კვირეების მანძილზე ჩეჩნეთში დააკავეს ასზე მეტი მამაკაცი, რომლებზეც ძალოვნებმა ეჭვი მიიტანეს, როგორც განსხვავებული ორიენტაციის პირებზე. როგორც "Новая газета" იუწყება ინფორმაცია დაადასტურა ჩეჩნეთის შინაგამ საქმეთა სამინისტრომ ასევე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, პროკურატურამ და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ადმინისტრაციამ. როგორც გამომცემლობა იუწყება ჩეჩნეთის კანონმდებლობის და ჩეჩნეთის მოსახლეობის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე დაკავებულებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ განსხვავებული ორიენტაცია, გადარჩენის ძალზე მცირე შანსი აქვთ, რადგან აღნიშნულ პირებს არცერთი ჩეჩენი ადვოკატი არ დაიცავს და არცერთი მათი ნათესავი ხელს არ გაატოკებს მათ დასაცავად. 271 10-ს მოსწონს
|