x
image
გემი დალანდი
ვიტამინების ნაკლებობის 5 ნიშანი,რომელიც პირდაპირ სახეზე გვაწერია
image

ვიტამინების თემა განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულზე.მათ გარეშე ადამიანი მოშვებულია, აპათიური და იოლი სამიზნე ხდება ვირუსებისთვის, უფრო სერიოზულ შედეგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი რომ განსაზღვროთ, საკმარისია სარკეში ჩაიხედოთ.ასეთი “თვითდიაგნოსტიკა" თუნდაც ახლავე შეგიძლიათ ჩაატაროთ.


ძალიან ფერმკრთალი კანი


image

რათქმაუნდა, ზამთრის შემდეგ რუჯი არ გექნებათ, მაგრამ თუ თქვენი კანი მეტისმეტად ფერმკრთალია, ეს ვიტამინ B12-ის ნაკლებობაზე მიუთითებს. მიირთვით ხორცი და ზღვის პროდუქტები.


მშრალი თმა

image

მშრალი, მტვრევადი და ქერტლიანი თმა ბიოტინის ანუ ვიტამინ B7-ის დეფიციტზე მეტყველებს. ეს ხშირად ხდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგაც. მიირთვით ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული, სოკო, პარკოსნები და დროებით დაივიწყეთ დიეტა.


შეშუპებული თვალები

image

თუ ამჩნევთ, რომ თვალები გიშუპდებათ, ე.ი. იოდი გაკლიათ. მიირთვით ზღვის პროდუქტები.


უფერული ტუჩები

image

უფერული ტუჩები რკინის დეფიციტზე მიუთითებს. მიირთვით ხორცი და დროებით უარი თქვით კალციუმის შემცველ პროდუქტებზე.


სისხლდენა ღრძილებიდან

image

თქვენ შესაძლოა C ვიტამინი გაკლიათ.ჩართეთ რაციონში ციტრუსები.

0
5569
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
5569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0