საზოგადოება "ეს საყრდენიც გამოაცალეს, კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს? ხვალ ნუცას ორმოცია"-მაია ასათიანის დედა საგანგებო განცხადებას ავრცელებს 2017, 2 აპრილი, 21:30 ჟურნალისტ მაია ასათიანის დედა პირველად არღვევს დუმილს და სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაიას ასათიანის დედა ვარ . 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა-იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი "მარაო"-დახურეს! საქმე -მისი ერთ ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია." დედის გულახდილ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გმოხმაურება მოჰყვა. მაია ასათიანს საზოგადოება უთანაგრძნობს. ხვალნუცას ორმოცია. გოგონა 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. ის 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაარსდა, პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საუკეთესო ქულების მქონე მინიმუმ ერთი ქართველი სტუდენტი უფასოდ ისწვლის. უნივერსიტეტის ეზოში კი ნუცას სახელობის ნატვრის ხე დადგეს. მიუხედავად დიდი ტკივილისა მაია ასათიანი რამდენიმე კვირის წინ სამსახურს დაუბრუნდა. "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი! ეს ჩემმა მასწავლებელმა, ოთარ შაორშაძემ მითხრა, ერთადერ 18 წლის შვილს რომ კრძალავდა იმ დღეს! 20 წლის წინ იყო ეს... ჰოდა დაცემა ადვილია- მე არ მიყვარს ადვილი გამოწვევები"-წერდა ის სოციალურ ქსელში. ამ ყველრის გარდა, მაია ასათიანი ჟურნალისტებსაც აფრთხილებს, რომ მისი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირება და ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტონ. "წლების მანძილძე მიმწარებდით ცხოვრებას, ახლა შეგაკვდებით"-მაია ასათიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს მაია ასათიანი სამსახურს დაუბრუნდა (+ფოტო) "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი"-მაია ასათიანის ემოციური პოსტი მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ) რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები) ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე 828 5-ს მოსწონს
|