x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"წლების მანძილძე მიმწარებდით ცხოვრებას, ახლა შეგაკვდებით"-მაია ასათიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
image
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში "პროფილის" ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ინტერნეტგამოცემებს აფრთხლებს, რომ მისი გარდაცვლილი შვილით სპეკულირება შეწყვიტონ. "დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი რომ ეს მომგებიანი და ყველაზე "გაყიდვადი"თემაა თქვენთვის! წლების მანძილზე მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ ერთ მსგავსს "ნიუსს" ვნახავ-სასამართლოში შევხვდებით!"

ასე ეხმაურება მაია ასათიანი სტატიას სათაურით: "მაია ასათიანის შვილის საფლავზე დატოვებული უცნობი კაცის წერილი".როგორც ჩანს ეს ყველაფერი ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია, რამაც ცხადია მაია გაანერვიულა.image

შეგახსენებთ, რომ მაია 23 თებერვალსმაია ასათიანს ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაარსდა, პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საუკეთესო ქულების მქონე მინიმუმ ერთი ქართველი სტუდენტი უფასოდ ისწვლის. უნივერსიტეტის ეზოში კი ნუცას სახელობის ნატვრის ხე დადგეს.

მიუხედავად რთული პერიოდისა მაია ასათიანი სამსახურში დაბრუნდა. "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი! ეს ჩემმა მასწავლებელმა, ოთარ შაორშაძემ მითხრა, ერთადერ 18 წლის შვილს რომ კრძალავდა იმ დღეს! 20 წლის წინ იყო ეს... ჰოდა დაცემა ადვილია- მე არ მიყვარს ადვილი გამოწვევები"-წერდა მაია სოციალურ ქსელში.image



მაია ასათიანი სამსახურს დაუბრუნდა (+ფოტო)


"დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი"-მაია ასათიანის ემოციური პოსტი


"მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას, ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე და სტუდენტები მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას"-ნანუკა ჟორჟოლიანი .


მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ)


რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები)



ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე




1
8001
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
8001
  
2017, 20 მარტი, 8:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1