პროფილაქტიკა კაკლის უღელი – რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით 2017, 2 აპრილი, 16:29 უპირველეს ყოვლისა ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად. როგორც სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, ორგანიზმში იოდის ნაკლებობა შეიძლება ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს, მათ შორისაა: ფარისებრი ჯირკვალის მუშაობის შეფერხება, მასტოპათია, მიომა, პროსტატის ადენომა.
იოდის ნაკლებობა – გავრცელებული მოვლენაა ხანშიშესულ ადამიანებში, ფეხმძიმეებში და მეძუძურ ქალებში; ამასთან, მათ ემართებათ, ვინც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებს.
მიღების ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე მერყეობს. შედეგად, თქვენი საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, ნივთიერებათა ცვლა მოგიწესრიგდებათ და ა.შ. კაკლის უღელი კონიუნქტივიტისგან წარმატებით გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. მომზადების და მიღების წესი: დაფქვით, მიღებულ ფხვნილს კი ნახევარი ჭიქა წყალი დაასხით, მიიყვანეთ დუღილამდე, დაბალ ცეცხლზე 20 წუთის მანძილზე გააჩერეთ. შემდეგ კი გადაწურეთ. შედეგად მიიღებთ მუქ ყავისფერ სითხეს, სადაც ბამბის ტამპონები უნდა დაასველოთ და რამდენიმე წუთით თვალებზე დაიწყოთ. აღნიშნული პროცედურა ჩაიტარეთ ერთი კვირის მანძილზე.
მომზადების და მიღების წესი: 2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დააყენეთ 1 საათის მანძილზე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
მომზადების და მიღების წესი: მუქი ფერის ნახევარლიტრიან ბოთლიში 1/3 ჩაყარეთ კაკლის უღელი, ბოლომდე შეავსეთ არყით და გააჩერეთ 2-3 კვირა ბნელ და გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ. კაკლის უღელი დაგეხმარებათ ისეთ სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორიცაა დიაბეტი. მომზადების და მიღების წესი: 2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით არაყი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. დააყენეთ ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ მიიღეთ ყოველდღიურად 5-6 წვეთი განზავებული 2 კოვზ წყალში. მკურნალობის კურსი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე, მისი შედეგების კონტროლს კი სისხლის ანალიზის მეშვეობით შეძლებთ.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი 2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის 25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია! 9175 14-ს მოსწონს
|