x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი

image

ყოველთვის მშიერი ხართ? წონაში მაინც მოიმატეთ, მიუხედავად იმისა რომ კალორიები შეამცირეთ? ძალიან ხშირად გაქვთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები? თუ თქვენი პასუხი ამ კითხვებზე არის "დიახ, " მაშინ ეს შესაძლოა შაქრის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს.


თავს ნუ მოიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ მხოლოდ დიაბეტით დაავადებულნი უნდა ინტერესდებოდნენ სისხლში შაქრის შემცველობით. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს სისხლში მომატებული შაქრის დონე, როდესაც განსაზღვრულ პროდუქტს იღებს – და ეს მხოლოდ კამფეტები, ტკბილი გაზიანი სასმელი და ნამცხვრები არ არის.


ნამდვილად საშიშია, როდესაც შაქრის დონე სისხლში მაღალი რჩება დიდი დროის მანძილზე. ამან შესაძლოა დიაბეტი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.


თუ თქვენთვის ცნობილია სისხლში შაქრის მაღალი დონის არსებობის დამადასტურებელი სიმპტომების შესახებ და რეგულარულად გამოსცდით ამას საკუთარ თავზე, აუცილებელია ზომები მიიღოთ და გააკონტროლოთ ის.


სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გამომწვევი მიზეზები


ბევრი ფაქტორია, რომელიც შაქრის აწევას უწყობს ხელს, მათ შორისაა:


– ცუდი კვება;

– ცხოვრება ფიზიკური ვარჯიშების გარეშე;


– სტრესი;

– ჯანმრთელობის განსაზღვრული მდგომარეობა;

– ზოგიერთი პრეპარატების გამოყენება.


სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომები:


სისხლში შაქრის მაღალი დონე არ ნიშნავს, რომ თქვენ დიაბეტი გაქვთ. ეს მხოლოდ შაქრის დიაბეტის სიმპტომია. სინამდვილეში, ადამიანს, რომელსაც ჰიპერგლიკემია აქვს, შესაძლოა სიმპტომები სულაც არ ჰქონდეს.


– ძლიერი წყურვილის შეგრძნება;

– პირის სიმშრალე;

– მუდმივი შიმშილი;

– ხშირი შარდვა;

– კანის სიმშრალე და ქავილი;

– დაღლილობის შეგრძნება;

– კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

– წონის მომატება;

– მორეციდივე ინფექციები;

– მხედველობის დაბინდვა;

– იმპოტენცია;

– იარებისა და ჭრილობების ნელი ტემპით შეხორცება;

– ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები;

– კუჭ-ნაწლავის პრობლემები.


მიიღეთ საკვები პროდუქტები დაბალი გლიკემიური ინდექსით სისხლიში შაქრის მაღალი დონის შესამცირებლად.


გლიკემიური ინდექსი – საკვები პროდუქტების გავლენის მაჩვენებელი სისხლში შაქრის დონეზე, მათი მოხმარების შემდეგ, რომელიც იზომება სკალით 0-დან 100-მდე.


მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მონელება და ათვისება სწრაფად ხდება, რაც სისხლში შაქრის დონის შესამჩნევ მერყეობას იწვევს. რაც შეეხება საკვებს დაბალი გლიკემიური ინდექსით კი პირიქით – ნელა ხდება მისი მონელება და შესაბამისად სისხლში შაქრის დონის მატება თანდათან ხდება.


დამტკიცებულია პროდუქტების უპირატესობა დაბალი გლიკემიური ინდექსით. ამცირებს ინსულინის დონეს და მისადმი რეზისტენტულობას. დიეტა ამ პროდუქტებით ხელს უწყობს წონის კონტროლს, რადგან მსგავსი სახის საკვები შიმშილის გრძნობას თრგუნავს.


პროდუქტების ჩამონათვალი გლიკემიური ინდექსით:


image


შეცვალეთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები, საკვებით რომლის ინდექსი საშუალო და დაბალია – ეს პირველი ნაბიჯია სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

სტატიაში წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს კვების გლიკემიური ინდექსით:


პროდუქტები დაბალი გლიკემიური ინდექსით:

კვერცხი (1 ცალი) – 0

ჰუმუსი ( 1 პორცია) – 6

ბროკოლი ( 1 ჭიქა) – 10

კიტრი ( 1 საშუალო) – 10

ალუბალი ( 1 ჭიქა) – 22

გრეიფრუტი ( 1/2 დიდი ზომის) – 25

იოგურტი (უშაქრო – 1 ჭიქა) – 23

თურქული სოსოსი ( 1 ცალი) – 28

ლობიო ( 1 ჭიქა) – 34

ვაშლი ( 1 საშუალო) – 38

პომიდვრის წვენი ( 1 ჭიქა) – 38

სპაგეტი ( 1 პორცია) – 42

მწვანე ყურძენი ( 1 ჭიქა) – 46

ანანსის წვენი (1 ჭიქა) – 46

სტაფილო ( 1ც. დიდი) – 47

ფორთოხალი ( 1ც. საშუალო) – 48

ბანანი ( 1ც. დიდი) – 52

ბარდა ( 1 ჭიქა) – 54


პროდუქტები საშუალო გლიკემიური ინდექსით:

ყავისფერი ბრინჯი (1 ჭიქა) – 55

თაფლი ( 1 ჩ. კ.) – 55

ლავაში ( 1 ნაჭერი, თეთრი) – 57

შვრიის ფაფა ( 1 ჭიქა) – 58

მაკარონი ყველით ( 1 პორცია) – 64

თეთრი ბრინჯი ( 1 ჭიქა) – 64


პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით:

თეთრი პური ( 1 ნაჭერი) – 70

პოპკორნი ( 2 ჭიქა) – 72

თეთრი ბუბლიკი ( 1 ცალი) – 72

მინანქრიანი ფუნთუშები ( 1 ცალი) – 76

ბრინჯის ღვეზელი ( 1 ცალი) – 78

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ( 1 ც. საშუალო) – 85

ბურბუშელა – 92

გლუკოზა ( 50 გრამი) – 100


ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს საკვებ პროდუქტებზე. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე საკვები, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრაა ჭამამდე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ.


პროდუქტების ჩამონათვალი გლიკემიური ინდექსით კარგი ორიენტირია არჩევანის გასაკეთებლად ჯანსაღი საკვების სასარგებლოდ.


10
14242
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
14242
  
უზმოზე მაქვს134 და ამიდან 2 საათის შემდეგ 124 ეს რას ნიშნავს?
2020, 7 ივლისი, 23:56
ნორმა: უზმოდ <100 მგ/დლ (<5.6 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 სთ–ში <140 მგ/დლ (<7.8 მმოლ/ლ)
მაინტერესებს შაქრის ზუსტი ნორმა უზმოზე და ნაჭამზე...თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ
2018, 15 ნოემბერი, 11:20
კიმაგრამ 2 საათის მერე რა უნდა ვჭამო შაქრის დონის გასასინჯად ყველაფერი თუ ნაკლებად შაქარ შემცველი პროდუქტები რომ გავიგო რეალურად მაქვს თუ არა დიაბეტი?
2016, 31 მარტი, 15:43
ნამდვილად 90% ასე იქცევა. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ არც კი ვიცით რას ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ...
2016, 31 მარტი, 14:34
ჰოო, ქართველების ამბავი ხომ იცი, სანამ უკიდურესი დონე არაა, არ გვეღირსება ხოლმე კონტროლზე მისვლა :))
2016, 31 მარტი, 14:28
მადლობა მაკა საყვარელო. ისე დროდადრო კონტროლი აუცილებელია :)
2016, 31 მარტი, 12:57
სტატია არაჩვეულებრივია და ცუდათაა ჩემი საქმე ე.ი. :( კარგია, რომ მიბიძგე ლეელ გაზიარება კი ხატიამ დამასწრო.
2016, 31 მარტი, 12:24
დიდი მადლობა, ხატი
2016, 31 მარტი, 12:23
საინტერესო და საყურადღებო სტატიაა ნამდვილად :) გავაზიარე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10