სიახლეები კიბოს მკურნალობამ ვიტამინით კლინიკური ცდების პირველი ფაზა წარმატებით გაიარა 2017, 31 მარტი, 19:15 როგორც ჟურნალი Cancer Cell იუწყება, ამერიკელმა მედიკოსებმა წარმატებით დაამთავრეს ცდების პირველი ფაზა ტვინის და ფილტვის კიბოს მკურნალობაზე ვიტამინ С–თი, როცა ვიტამინის დოზა ათასჯერ აღემატება დღიურ ნორმას.
"მრავალმა კიბოთი დაავადებულმა სიხარულით მიიღო ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამ ეტაპზე შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ საბოლოო პასუხს გამოკვლევების მეორე ფაზა მოგვცემს" – განაცხადა ექსპერიმენტების ხელმძღვანელმა აიოვის უნივერსიტეტიდან ბრაიან ალენმა (Bryan Allen).
ალენმა და მისმა კოლეგებმა კლინიკური ცდები 11 ტვინისა და ფილტვის კიბოთი
მძიმედ დაავადებულ ადამიანზე ჩაატარეს. ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე მათ პაციენტების ორგანიზმში გიგანტური დოზით ვიტამინი С შეჰყავდათ. დოზას თანდათან ზრდიდნენ, სანამ სისხლში მათი კონცენტრაცია ნორმაზე 300–ჯერ მეტი არ გახდა. ამის შემდეგ პაციენტები ქიმიოთერაპიის კურსს აგრძელებდნენ. ექსპერიმენტი შვიდი თვე გაგრძელდა. მიუხედავად დიდი დოზებისა პაციენტებმა კარგად გადაიტანეს მკურნალობა გვერდითი მოვლენების გარეშე. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს ვიტამინი არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს, განსხვავებით კიბოთი დაავადებული უჯრედებისაგან.
როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ვიტამინმა ყველა შემთხვევაში ან შეაჩერა კიბოს განვითარება ან ძლიერ შეაფერხა კიბოს პროგრესი. ყველაზე მძიმე შემთხვევებში კი 4-6 თვით გაახანგრძლივა ავადმყოფების სიცოცხლე. თუკი გამოკვლევების მეორე ფაზაც წარმატებით დასრულდა, ეს არამარტო გაახანგრძლივებს პაციენტების სიცოცხლეს, არამედ საკმაოდ გააიაფებს მკურნალობის კურსს. რადგან ასკორბინის მჟავას ცხრათვიანი კურსი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ქიმიოთერაპიის ან იმუნოთერაპიის ერთი კურსი. 211 შეფასება არ არის
|