x
image
t.x.
დაიკელით წონაში დნმ-ს ტესტის მიხედვით

image
მართალია კალორიების შემცირება და სხვადასხვა ვარჯიშები წონის დაკლებაში ძალიან გვეხმარება, მაგრამ უკეთ გვიშველის სულ მარტივი დნმ-ს ტესტი.


ამ გამოკვლევის ოფიციალური ტერმინია "ნუტრიგენონორმიკა", რომელიც განიხილავს გენეტიკურ კავშირს იმ საკვებთან, რომელსაც მიირთმევთ გასახდომად.

დნმ-ს ტესტის შედეგები, რომელიც საჭიროებს ანალიზის გაკეთებას, ცხადყოფს როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული სხვადასხვა საკვებზე, ან სულაც ზედმეტ ყავას ხომ არ მიირთმევთ. ის ასევე გვიჩვენებს ჩვენი სხეულის ზოგად მდგომარეობას, რამდენად ჯანმრთელია გული-გვიხსნის Nutrition4Life თავის ვებგვერდზე. ტესტი ასევე გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი გენების უთიერთკავშირზე სპორტულ შესაძლებლობებთან და ტრავმატიზმის რისკებზე.

მელბურნელი დოქტორი დენის ფერნესი გვამცნობს, რომ ტესტი გვანახებს რამდენადაა მიდრეკილი ადამიანი გასუქებისკენ, დიაბეტისკენ, გულის დაავადებისკენ და ხომ არ ექნება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ წინასწარ გვეცოდინება, რომ სიმსუქნისკენ გვაქვს მიდრეკილება, მაშინ თავიდანვე მივიღებთ ზომებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებს, თუ რამდენად დაბინძურებულ საკვებს ვღებულობთ. image

"ჩვენს წყლებში, კოსმეტიკურ ნაწარმში, ხილსა თუ ბოსტნეულში გაჩნდა უამრავი ქიმიური ნაერთები, რომლებიც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. სასურველია ხალხმა გადახედოს თავის გენიოლოგიურ ხეს, რითი ავადობდნენ წინაპრები, რომ დააკვირდეს რა სჭირდება მის ორგანიზმს და შეადგინოს კვების გრაფიკი.

თუ ამ ყველაფერში კარგად გავერკვევით და ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს გენეტიკას, დავკარგათ ჭარბი წონის 33%-ს, რამდენადაც შევჭამთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ან გენეტიკას შეესაბამება და არა შემთხვევით ყურმოკრული დიეტების მიხედვით.

ამ მეთოდის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ჩვენი სხეულები ცხიმებს და ნახშირწყლებს ერთი და იგივე კვებისას სხვადასხვაგვარად გადაამუშავებენ, ამის გამოა, რომ ზოგი მეტად სუქდება, ზოგი კი ნაკლებად.

2014 წელს იტალიელმა დოქტორმა ნიკოლა პირასტიმ და მისმა ჯგუფმა ჩაატარეს 83 ჭარბწონიანი პაციენტის კვლევა დნმ-ს დიეტით და 104 ადამიანის სხვა დანარჩენი დიეტებით. დნმ-ს დიეტაზე მყოფებს 1.8 მაჩვენებლით მოიკლეს, როცა სხვებმა მხოლოდ 1.3-ით. ასევე დნმ-ს დიეტაზე მყოფებს 6.1 %-ით გაეზარდათ კუნთოვანი მასა, სხვებს კი 5.3%-ით.

ასე, რომ მკვლევარები გვირჩევენ გავიკეთოთ დნმ-ს ანალიზი არა მხოლოდ გასახდომად, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისთვის. image




თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ - ვინ უნდა იხმაროს მიცერალური შამპუნები

საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ
როგორ დავიკლოთ თვეში 10 კილო, თამრიკო ჭოხონელიძის დიეტა

0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0