x
image
t.x.
როგორ დავიკლოთ 8 კილო ერთ კვირაში? - General Motors- ის დიეტა (დასაშვებია თვეში ერთხელ)

image

იქნებ სასწრაფოდ გსურთ ფორმაში ჩადგომა? - ამას აუცილებლად მიაღწევთ, თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს.

მთავარია ჯანსაღი კვება და რეჟიმის მკაცრი დაცვა.

წესი პირველი: ამ კვირაში არ გამოტოვოთ არცერთი კვება.

ნოყიერი საუზმე ერთხელ დღეში დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. იზრუნეთ, რომ კვებათა შორის შუალედი არ გაგრძელდეს სამ საათზე მეტ ხანს.

წესი მეორე: არ იცხოვროთ შიმშილის შეგრძნებით. მოგშივდათ? - ჭამეთ მაშინვე.

ეს დიეტა General Motors-ში შეიმუშავეს გახდომის მსურველი თანამშრომლებისთვის. მათ უნდოდათ დიეტა ყოფილიყო გასახდომი აბებისა და მკაცრი შიმშილის გარეშე. საავტომობილო გიგანტის მიზანი თანამშრომელთა მხარდაჭერა იყო, რომლებიც ქარხნის ოფისებში მუშაობდნენ და არ ყოფნიდათ დრო თავისთვის მიეხედათ.

თუ გსურთ "GM" -ის დიეტით მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, მას მთელი სერიოზულობით მოეკიდეთ. ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია, შეიძინეთ ყველა საჭირო სანოვაგე განსაზღვრული რაოდენოვით. ასე თქვენ დაამტკიცებთ, რომ აუცილებლად შეძლებთ დაიკლოთ კვირაში 5-8 კგ.

პირველი დღე:

ეს ყველაზე მთავარი დღეა თქვენს პროგრამაში, ამიტომ საჭიროა მთლიანად ხილს მივუძღვნათ. მიირთვით ყველა მათგანი რომელიც მოგწონთ, მხოლოდ გამონაკლისია ბანანი. ყველაზე მეტად კი დიეტას ნესვი და საზამთრო უხდება. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ მკაცრადაა აკრძალული სხვა ნებისმიერი საკვების მიღება, იქნება ეს ყველი, სასუსნავი თუ ბოსტნეული.

არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - ესაა 8-12 ჭიქა წყალი. თუ იგრძნობთ შიმშილს, გაზარდეთ ნორმა. შიმშილი კატეგორიულად აკრძალულია.

მეორე დღე:

ეს დღე ბოსტნეულს უნდა მიუძღვნათ. აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. შეგიძლიათ მოხარშოთ, ან მიირთვათ უმი, ოღონდ არ დაამატოთ ცხიმი და მარილი. შეგიძლიათ ამ დღეს მიირთვათ ერთი ულუფა მოხარშული კარტოფილიც. ამ დღეს რამდენჯერმე მოგიწევთ საპირფარეშოს სტუმრობა, რამაც არ შეგაშინოთ. არ გამოგრჩეთ 8-12 ჭ. წყალი.

მესამე დღე:

ხილ-ბოსტნეულის დღეს მიირთვით ყველა ხილი და ბოსტნეული ბანანის და კარტოფილის გამოკლებით. ოღონდ გაითვალისწინეთ, ერთი კვება მხოლოდ ხილი, მეორე ბოსტნეული. ერთმანეთში შერევა არ შეიძლება. არ დაგავიწყდეთ წყალი.

მეოთხე დღე:

ამ დღეს მხოლოდ რძე და ბანანი მიირთვით. როგორც გინდათ ისე მოამზადეთ, ოღონდ 8-10 ბანანისა და 3 ჭიქა რძის მეტი არაფერი მიირთვათ. ეს ულუფები გაინაწილეთ 4-ჯერ. + წყალი.

მეხუთე დღე:

დილით 1 ჭიქა ბრინჯი და მერე მთელი დღე 6-7 დიდი პომიდორი. + 12- 15 ჭიქა წყალი.

მეექვსე დღე:

დილით 1 ჭიქა ბრინჯი, სხვა კვება კი შეავსეთ ხილით ან ბოსტნეულით.

მეშვიდე დღე:

ეს დიეტის ბოლო დღეა, მცირე ჯამით ბრინჯი და ბოსტნეული გაინაწილეთ მთელი დღე. შეგიძლიათ დააყოლოთ ახალგამოწურული ხილის წვენი.

დიეტის ბოლოს იმედია სასწორი -8 კგ-ს გიჩვენებთ. მისი გამეორება შეიძლება ერთი თვის შემდეგ.

image

როგორ დავიკლოთ თვეში 10 კილო, თამრიკო ჭოხონელიძის დიეტა

ექიმები გაოცდნენ, უბრალო საშუალება და ნაოჭები, შავი წერტილები, მუწუკები ქრება იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ სუფთა იყოს და სუნიც კარგი ჰქონდეს...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

0
45155
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
45155