დიეტოლოგია დიეტების ბუმი? ეს ხომ სასაცილოა, დაიცავით მხოლოდ რამდენიმე წესი 2013, 17 ივლისი, 12:20
როგორც ვიცით, წონის დაკლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი კუჭის ოპერაციაა. რომლის დროსაც კუჭის დაპატარავება ხდება, მაგრამ ეს ცოტა ხნით. დროთა განმავლობაში კუჭი ისევ იბრუნებს თავის ზომას. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კუჭს როგორც გაზრდა, ისე დაპატარავება შეუძლია. თუ ჩვენ შევეცდებით ჩვენი რაციონის შემცირებას, შედეგიც არ დააყოვნებს, დაკლებასაც დავიწყებთ და კუჭიც დაპატარავდება. ამასთან ერთად, ორი კვირის შემდეგ ვეღარც კი შევძლებთ ბევრი საკვების მიღებას. საჭმლის დოზა კი ასე უნდა შევამციროთ: ჯერ დავაკვირდეთ ჩვენს ჩვეულ რაციონს. მეორე დღეს, როცა თეფშზე გადმოვიღებთ ჩვეულ ულუფას, მესამედი ნაწილი მოვაკლოთ და ქვაბში ჩავასხათ, ოღონდ მთავარია, ხელი არ წაგვიცდეს მის უკან დასაბრუნებლად. სადილი ისევ გუშინდელ დროს დავამთხვიოთ და ისევ მოვაკლოთ მესამედი ულუფა. ასევე მოვიქცეთ ვახშმადაც. ჭამიდან ჭამას შორის ნუ ვეცდებით მუცლის ამოვსებას. თუ დავაკვირდებით, ამ წესით ოჯახის ბიუჯეტსაც დაეზოგება დღეში ერთი თეფში საჭმელი და ჩვენც ნელ- ნელა შემოგვადნება კილოგრამები. ასე შეგვიძლია ვიკვებოთ ორი კვირა, როცა ეს ნორმა გახდება ჩვენი ჩვეულებრივი საყოფი დოზა, ისევ შეგვიძლია ახლიდან დავაკვირდეთ რამდენს ვჭამთ და ისევ მოვაკლოთ მესამედი. მერწმუნეთ, მხოლოდ პირველი სამი დღე იგრძნობთ სულ ცოტა დისკომფორტს, ან სულაც ვერ იგრძნობთ თუ საქმით დაკავდებით. და კიდევ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დღეში 2-დან 3 ლიტრამდე წყლის მიღება. 328 9-ს მოსწონს
|