დიეტოლოგია ნარცისიზმი თუ დიეტა, რომელსაც 100 000 მიმდევარი ჰყავს და ორსული გოგონა თავს საფრთხეში იგდებს 2013, 14 ნოემბერი, 1:40 ამ დიეტას 26 კვირის ორსული ოცდახუთი წლის გოგონა გვთავაზობს, რომელსაც თავისი ბლოგის საშუალებით უკეთებს რეკლამას და 100 000 მიმდევარიც ჰყავს. ლონი ჯეინ ენტონი პირველ ბავშვზეა ორსულად და კრიტიკის ქარცეცხლშიც მოჰყვა. თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ სურათებში ლამაზი, გამხდარი ფიგურით იწონებს თავს. დაინტერესებულთ კი რჩევებს უზიარებს. ის ვეგეტარიანული საკვებით იკვებება და მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ბოსტნეულს, კოქტეილს, სალათებს და ხილს მიირთმევს. დიეტოლოგმა ფიონა ჰარტერმა განიხილა მისი დიეტა და ურჩევს, რომ ასეთი კვებით ის დაიავადმყოფებს არა მარტო თავის თავს, არამედ ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასაც. ამ დიეტაში არაა ცილები და საჭირო ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის. ბავშვს განვითარებისთვის კალციც სჭირდება, რასაც დედის ორგანიზმიდან იღებს და ჯეინი შემდგომში ოსტეოპაროზის რისკის ქვეშ იქნება. ზოგი ჯეინს უპასუხისმგებლოს უწოდებს, მას კი სულაც არ ედარდება და თავის საყვარელ სურათებს აქვეყნებს, სადაც სულ არ ეტყობა, რომ ორსულადაა. მის ძირითად საკვებს ბანანი შეადგენს. ჯეინი აცხადებს, რომ სამი წელია, რაც აღარ მიირთმევს წვეულებებზე და ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს. ამის გამო კი თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობს. 1064 3-ს მოსწონს
|