ისტორია ბერიას საიდუმლო ანგარიში მოღალატეებზე - დოკუმენტი რომელსაც ფარდა მხოლოდ ახლა აეხადა! 2017, 27 მარტი, 18:07
პუბლიკაცია სტალინის ე.წ. "განსაკუთრებული საქაღალდიდან" - ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალები, რომლებიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის მაგიდაზე იდებოდა. ამ დოკუმენტების ნაწილი დღემდე გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგიერთ მათგანს სულ ახლახანს მოეხსნა საიდუმლო გრიფი. პუბლიკაციისთვის გამოყენებულია პერიოდი 1944 წლიდან 1953 წლამდე - დაწყებული იმ მომენტიდან, როცა წითელმა არმიამ წარმატებით დაიწყო ფაშისტური ძალების მიმართ შეტევა, სტალინის გარდაცვალებით დასრულებული. მოცემული დიკუმენტები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მაშინდელ მკაცრ ეპოქაში გამეფებული სულისკვეთება და საერთო განწყობა - დაკავებული დივერსანტების, განადგურებული მოწინააღმდეგისა და ყირიმში ფაშისტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების მშრალი ჩამონათვალისა და ციფრების მიღმა მსოფლიო ომით დაღდასმული უზარმაზარი ქვეყანა დგას. პირველი დოკუმენტი - ანგარიში სტალინს იმის შესახებ, როგორ უმაგრებდნენ ზურგს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რაზმები წითელ არმიას, დათარიღებულია 1944 წლის 8 იანვარს. გასაიდუმლოებულ ფურცელში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მხოლოდ 1943 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებმა გერმანული შენაერთებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დააკავეს თითქმის მილიონი (931 ათასი) ადამიანი. მათ შორის - 582 ათასი სამხედრო და 349 ათასი სამოქალაქო პირი. მაგრამ დაკავებულთა საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 80 ათასი იქნა გამოაშკარავებული და დაპატიმრებული სხვადასხვა მიზეზების გამო - როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ესენი იყო 4822 გერმანელი აგენტი, 14626 მოღალატე, 5663 პოლიციელი და სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელი, 21022 გერმანელი დამქაშები და თანამოაზრეები, 23418 დეზერტირი, 929 მოროდიორი და 9816 სხვა დანაშაულებრივი ელემენტი. "განსაკუთრებული საქაღალდის" დოკუმენტი ასევე იუწყებოდა, რომ დაკავებული იყო გერმანული დაზვერვის 95 აგენტი-პარაშუტისტი, რომლებიც ე.წ. "Смерш"-ის ("Смерть шпионам!" - კონტრდაზვერვის ორგანიზაციები სსრკში მეორე მსოფლიო ომის დროს) ორგანოებს გადაეცათ. ანგარიშში ცალკეა ხაზგასმული, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით დაკავებული იყო დასავლეთის, ბელორუსიისა და მე-3 უკრაინის ფრონტების ზურგში. ცნობილია, რომ უკვე 1943 წელს წითელი არმიის ზურგებში მოქმედებდა შეიარაღებული ბანდები. ლიკვიდირებული იქნა 114 ამგვარი დაჯგუფება, რომლებიც, ძირითადად შედგებოდა დეზერტირებისა და გერმანელთა ხელშემწყობებისგან. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რაზმებს ხშირად უხდებოდათ ნამდვილი საბრძოლო შეტაკებები ბანდიტებსა და დივერსანტებთან - ამგვარად, სტალინის სახელზე შედგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ მხოლოდ კარელიის ფრონტის ზურგში 1943 წელს ადგილი ჰქონდა 29 შეტაკებას მოწინააღმდეგის მზვერავებსა და დივერსანტებთან. ამას გარდა, ძირითადი დავალებების შესრულებასთან ერთად, რაც ზურგის დაცვას გულისხმობდა, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რაზმების გამოყენება ხდებოდა რეგულარულ გერმანელ შენაერთებთან ბრძოლებშიც. ამისათვის, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გამოყენებული იყო სამი პოლკი და სამი ბატალიონი. სახალხო კომისარიატის რაზმების მოქმედების შესახებ ანგარიში მომზადებულია ლავრენტი ბერიას სახელით. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა! 2. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს 3. როგორ გამოიყურებოდა სტალინის ბუნკერი - სსრკ-ს ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი 4. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები II მსოფლიო ომის დროს - ფაქტები, რომლებიც ბევრს დააფიქრებს 5. რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს 6. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოა 7. ვინ იყო სტალინის "ტერმინატორი" და მისი 5 საიდუმლო ოპერაცია 1847 9-ს მოსწონს 1-ს არა
|