x
image
natia.a
რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

image


ამბავი, რომელიც ქვემოთ მხატვრული სახით არის მოთხრობილი, რელაურად მოხდა: საბჭოთა მებრძოლი, რომელმაც გერმანელი ტყვის დახვრეტის ბრძანება მიიღო, ცხოვრებაში პირველად დაეჭვდა - ღირდა კი ბრძანების შესრულება?

არ ვიცი ღობე იყო ზედმეტად მაღალი თუ მე არ ვიყავი გავარჯიშებული...ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მიწაზე ჩამოხტომისას ლავიწის ძვალი გავიტეხე და საავადმყოფოში მოვხვდი. 1984 წელი იყო. ჩემთან ერთად პალატაში კიდევ ორი ადამიანი იწვა: რადიომემონტაჟე მაქსიმი, რომელსაც ფეხზე სატვირთომ გადაუარა, და ელექტროშემდუღებელი იურკა, რომელმაც ბურღით ხელი დაიზიანა. სამივე თითქმის ერთი ასაკისანი ვიყავით და დიდად არ გაგვეხარდა, როცა პალატში მეოთხე პაციენტი, მოხუცი ბაბუა შემოგვიყვანეს. თავი ჰქონდა შეხვეული - ავტობუსში ჭყლეტვისას ყური დაუზიანებია.

მაგრამ მალე ასაკობრივი სხვაობა დავიწყებას მიეცა. ორ დღეში მოხუცი უკვე ჩვენი ტოლივით შეგვეჩვია - ჩვენთან ერთად იცინოდა, ხუმრობდა, ანეკდოტებს ყვებოდა. თუმცა მე განსაკუთრებით ერთი დღე დამამახსოვრდა, როცა ბაბუ პირველად ალაპარაკდა ომზე.

ერთხელ, ვახშმის შემდეგ იურკამ პირის ნაფხვენები შეაგროვა და ერთი ნატეხი ფანჯარაში გადააგდო.

– ომის დროს ასე რომ მოქცეულიყავი, შენიანები თვითონ მოგკლავდნენ - უთხრა მას მოხუცმა.

იურკა დაიბნა. დარჩენილი ნატეხები ფანჯრის რაფაზე დადო და უსიტყვოდ დაჯდა საწოლზე.

- ბაბუ, მოგვიყევი რა ომზე, - სთხოვა მაქსიმმა.

- რა უნდა მოგიყვეთ? - თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა მოხუცმა.

- როგორ თუ "რა"? შენ ხომ იბრძოდი? - არ ნებდებოდა მაქსი.

- ვიბრძოდი. ბელინამდეც მივედი.

- რას ამბობ! კლავდი კიდეც, არა? - ჩაერთო საუბარში იურკა.

- აბა ომი ამის გარეშე როგორ იქნებოდა.

- საშიშია როცა კლავ?

- საშიში ის არის, როცა გკლავენ, - უპასუხა ბაბუმ.

- და შენ გკლავდნენ? - დაინტერესდა იურკა, რომელიც ახლა რაფიდან აგროვებდა პურს და კარადაში ინახავდა.

- ყოველდღე გვკლავდნენ. ჩვენ კი ისევ ვაგრძელებდით სიცოცხლეს. თუმცა ყველა ვერა, რა თქმა უნდა...

- და რას გრძნობდი, როცა ადამიანებს ესროდი? - შევეკითხე მოხუცს.

- ადამიანებს არ ვესროდი.

- გასაგებია, კი, - შეეცადა მაქსიმი ჩემი შეკითხვა გამოესწორებინა. - ბაბუ, უბრალოდ გვაინტერესებს, რას გრძნდი, როცა ფაშისტებს კლავდი.

- როდის როგორ.

- როდის როგორ? ვერ გავიგე - გაუკვირდა იურკას.

მოხუცმა არ უპასუხა. იწვა და მოგვეჩვენა რომ რაღაცაზე ფიქრობდა.

- ბაბუ, შენ რა, გეცოდება ისინი ვინც მოკალი? - დუმილი დავარღვიე მე.

- თავი დაანებე რა ადამიანს, - ჩუმად მითხრა მაქსმა.

- ერთ შემთხვევას მოგიყვებით, - დაიწყო მხუცმა და გვერდზე გადმობრუნდა, - მომისმინეთ... ეს ამბავი ცოსენთან ახლოს მოხდა. მაშინ უკვე ყველა ხვდებოდა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მაგრამ გერმანელები არაფრით გვიშვებდნენ ქალაქში. ერთ საღამოს დაზვერვამ ტყვე გერმანელი მოიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან არაფერი იცოდა არც ჯარის განლაგებაზე, არც ჯარისკაცების რაოდენობაზე, უბრალო რიგითი იყო, თან ინვალიდი. მარცხენა ხელი მოკლე ქონდა და თითქმის ვერ ამოძრავებდა. 45 წელს ჰიტლერი უკვე ასეთებსაც იწვევდა ჯარში. მოკლედ, ამ ტყვემ ჩვენთვის საინტერესო ვერაფერი გვიამბო.

- და რა ჯანდაბად აიყვანეს მაშინ? - გაუკვირდა იურკას.

- იურკა, - თითქმის დაიყვირა მაქსიმმა, - შენ რომ ტყვედ იგდებდე ჯარისკაცს, იმ მომენტში იმის გარკვევას დაიწყებდი რა იცის და არა? ჯერ დაიჭერენ და მერე არკვევენ რისი თქმა შეუძლია.

- ყოჩაღ, - ცალყბად გაეღიმა მოხუცს და განაგრძო:

- დილით მეთაურმა დამიბარა და მითხრა: "წაიყვანე ის გერმანელი ტყეში და ტყვია დაარჭვე". შეტევის დროს ბევრჯერ მომიხდა მტრის დახოცვა, მაგრამ ასე ერთი ერთზე ტყვეს პირისპირ... ჩვენებიდან ბევრს ჰყავდა ასე დახვრეტილი ტყვეები. მათთვის ეს ჩვეულებრივი რამ იყო. მაგრამ ჩემთვის... მოკლედ, მეთაურმა შემატყო, რომ ვორჭოფობდი და შემეკითხა: "სერჟანტო, რაიმე გაუგებარია?". მე კი ვუპასუხე: "არა, ამხანაგო მაიორო, ყველაფერი გასაგებია. ნება მომეცით ბრძანება შევასრულო". "შეასრულეთ", მითხრა მეთაურმა და დაცვას უბრძანა ჩემთვის გერმანელი გადმოეცათ.

მოხუცმა გადმოგვხედა და თხრობა განაგრძო:

- ტყვე ჩემს წინ მიაბიჯებდა და სულ უკან იყურებოდა. ავტომატი მხარზე მქონდა გადაკიდებული და თითი სასხლეტზე მედო. როცა შტაბ-ბინას საკმაო მანძილით მოვშირდით და ტყის პირას გავედით, გერმანელი ჩემსკენ შემობრუნდა, ჯიბიდან ფოტო ამოიღო, მუცელი თითქმის ავტომატის ლულას მიადო და სურათი გამომიწოდა. დავხედე და ორი მომღიმარი ბიჭუნა დავინახე. ამ დროს გერმანელი ალაპარაკდა: "Das sind meine Kinder. Sie warten zu Hause auf mich. Ich bitte Dich, t;te mich nicht!" - ყვიროდა და ფოტოს იქნევდა ერთადერთი ჯანმრთელი ხელით.

მოხუცი ისევ დადუმდა. რატომღაც საკუთარ ხელებს დახედა და თავზე სახვევი გაისწორა.

- მისმინე, თქვა იურკამ, - ასე კარგად იცი გერმანული? რას ნიშნავს ეს სიტყვები?

- გერმანული მხოლოდ ოციოდე სიტყვა ვიცი, - უპასუხა ყოფილმა სერჟანტმა, - მაგრამ ის, რაც იმ გერმანელმა მითხრა, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. რას ნიშნავს ეს სიტყვები? მგონი ენის ცოდნა არცაა საჭირო ამის მისახვედრად.

- შემდეგ რა მოხდა? - ჰითხა მაქსიმმა.

- შემდეგ?..- ბაბუამ საწოლს გადაუსვა ხელი და განაგრძო. - იცით, ბიჭებო, ჩემს წინაშე მტერი კი არ იყო, ერთი უბედური კაცი იდგა. ჰო, ჩვენთან შეიარაღებული მოვიდა, მაგრამ ამის გაკეთება ჰიტლერმა აიძულა. სახლში კი მისი ბიჭუნები ელოდნენ. ახლა თქვენ გეუბნებით ამ ყველაფერს, იმ წუთში კი საკუთარ თავს ვეუბნებოდი. მზად ვიყავი გამეშვა. გავუშვებდი ტყეში, ჰაერში გავისროდი ერთო-ორს და დავივიწყებდი ყველაფერს. მაგრამ ამ დროს ჩემსკენ მომართული მზერა ვიგრძენი. შემობრუნება არც მჭირდებოდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი ვინ მითვალთვალებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბუჩქებში ჩემი მეთაური იდგა და ნაგანიც დატენილი ჰქონდა. მივხვდი, რომ თუ ტყვეს არ მოვკლავდი, მეთაური მე მომკლავდა. ვუყურებდი ბავშვების ფოტოს, რომელსაც გერმანელი ცხვირწინ მიფრიალებდა. ეტყობიდა, მიხვდა, რომ მეცოდებოდა და თვალებში იმედის ნაპერწკალმა გაუელვა. მაგრამ მეთაურის მზერა თითქოს კეფას მწვავდა. და მაშინ საკუთარ თავს შევეკითხე: "ამ გერმანელის გამო სიკვდილი გინდა? ის შეგიცოდებდა და საკუთარ თავს გასწირავდა შენს გასათავისუფლებლად?"

მოხუცი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და პალატაში სიჩუმემ დაისადგურა.

- ტყვე ავტომატის ლულით წინ გავაგდე, - ისევ განაგრძო მოხუცმა, - და მიზანში ამოვიღე. ის ისევ მიწვდიდა ფოტოს, ბუჩქებიდან კი უკვე ნამდვილად მომესმა შარიშური. "ან ახლა ან არასოდეს", - ვუთხარი საკუთარ თავს.

მოხუცი ისევ გაჩუმდა. ჩვენც ხმას არ ვიღებდით. ასე გაგრძელდა ორი წუთი. ბოლოს ბაბუმ მძიმედ ამოიოხრა და განაგრძო...

- ტყვიამ კისრის არეში გაუარა. არ დაცემულა, მხოლოდ უკან გადაიხარა და გასისხლიანებულ ადგილზე ფოტო მიიხუტა. გერმანელი ისევ ცდილობდა რაღაც ეთქვა. მაგრამ მე მივუახლოვდი და ავტომატის ჯერი მივუშვი. ერთმა ტყვიამ ფოტო გახია. გერმანელი დავარდა, მე კი დაახლოებით ხუთი წუთი ისევ ვიდექი მის სხეულთან.

მოხუცი ისევ დაწვა და თვალები დახუჭა. იმ საღამოს მეტი აღარაფერი უთქვამს. ჩვენც ჩუმად ვისხედით და ვუყურებდით, როგორ ტოვებდა მის დანაოჭებულ ყვრიმალებზე ჩამოგორებული ცრემლები სველ კვალს, რომელიც დიდხანს არ შრებოდა...





სტატია ნათარგმნია რუსულიდან.
ორიგინალის ავტორი: ალექსეი კოტელნიკოვი

5
11091
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11091
  
2017, 7 ოქტომბერი, 17:17
ომში სენტიმენტები არ მოდის.
2017, 13 მარტი, 19:57
გული მეტკინა :(
2016, 4 აპრილი, 10:11
ადამიანი ბუნების გენიალური შეცდომაა.
2016, 1 აპრილი, 14:55
ჩეკისტების მეთოდი იყო, გაეცი ბრძანება და შესრულება გააკონტროლე...
ძალიან მომეწონა სტატია.
2016, 1 აპრილი, 13:45
როგორი რთული მომენტია რაა
0 1 5