სხვა საინტერესო ფაქტები «შავი» პარასკევის შესახებ 2017, 28 აპრილი, 9:36
საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ცრურწმენა «შავი» პარასკევის შესახებ? ზოგიერთები ამის საფუძველს რელიგიაში ეძებენ და ამბობენ, რომ ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს მოხდა, ხოლო საიდუმლო სერობაზე, იუდა მე-13 იყოო. გარდა ამისა, ისტორიიდანაც, შეიძლება იმ მოვლენების გახსენება, რომლებიც პარასკევს, 13 რიცხვში მოხდა: 1907 წელს, 7 ანძიანი ამერიკული შხუნა «თომას ლაუსონი», რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი იყო და სახელი წიგნის – «პარასკევი-ცამეტი»-ს ავტორის საპატივცემულოდ ერქვა, სწორედ 13 დეკემბერს, პარასკევს, ღია ზღვაში კატასტროფის შედეგად ჩაიძირა. 1940 წ. 13 სექტემბერს, გერმანულმა ბომბდამშენებმა ბაკინგემის სასახლე დაბომბეს. 1970 წ. 13 ნოემბერს, სამხრეთ აზიაში მომხდარმა ქარიშხალმა, 300 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1972 წ 13 ოქტომბერს — ანდებში, თვითმფრინავმა FH-227 კატასტროფა განიცადა. გადარჩენილები, 72 დღის მანძილზე, სიცოცხლისთვის იბრძვოდნენ და იძულებულები იყვნენ კანიბალები გამხდარიყვნენ. ცნობილი ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთში, ათასობით კომპიუტერი დააზიანა, მისი გამოჩენის დღის მიხედვით, «პარასკევი, 13» დაარქვეს. 2012 წ. 13 იანვარს, პარასკევ დღეს, იტალიის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა საკრუიზო ლაინერმა «Costa Concordia»-მ. ის ჩვეულებრივ, თავისი მარშუტით მიდიოდა, მაგრამ მეტისმეტად ახლოს მივიდა სანაპიროსთან და მეჩეჩზე დაჯდა. გემს კორპუსი დაუზიანდა, გადაიხარა და გადავარდა. მის ბორტზე 4, 2 ათასი ადამიანი იყო. დაიღუპა 32 ადამიანი. კაპიტანმა ფრანჩესკო სკეტინომ, დაკითხვის დროს აღიარა, რომ კურსი ცოტათი განგებ შეცვალა, რომ ნაპირზე მყოფ მეგობარს მისალმებოდა. ის გაასამართლეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2015 წ. 13 ნოემბერს საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი მოხდა. თითქმის ერთდროულად, რადიკალი ისლამისტების ჯგუფის მიერ, რამდენიმე თავდასხმა მოხდა: აფეთქება მოხდა «სტად დე ფრანსის» სტადიონთან. სენ-დენში (პარიზის ცენტრიდან 9 კმ-ის დაშორებით) თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე რესტორანს, თავს დაესხნენ საკონცერტო დარბაზ «ბატაკლანს». ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 130 ადამიანი დაიღუპა, 368 დაიჭრა, მათ შორის, 99-ზე მეტი – სერიოზულად. მედიცინაში პარასკევის და 13-ის შიში ერთ-ერთ ფობიად არის ცნობილი და მას პარასკევიდეკატრიაფობია (ბერძ. παρασκευή (პარასკევი) + δεκατρείς (ცამეტი) ჰქვია. ეს ტერმინი ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა დონალდ დოსმა შემოიღო. თუმცა, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის, მაგ., ბევრი მისტიკოსი ამბობს, რომ 13, მსხვილ ფულად მოგებაში ეხმარება ადამიანებს. ხოლო ლონდონში დღემდე არსებობს «ექსცენტრების კლუბი», რომლის წევრები ყოველი თვის 13 რიცხვში იკრიბებიან, თავშეყრის ადგილზე ქოლგებს შლიან, გატეხილ სარკეებში იხედებიან და ყოველ ნაბიჯზე მარილს ყრიან. P. S. ის რომ 13-ს უბედურება მოაქვს, ცრურწმენაა. მაგრამ, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, აზრი მატერიალურია და თუ ადამიანი ცუდზე იფიქრებს... 185 11-ს მოსწონს
|