საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი: "ბერა გამოდი და მითხარი...." "ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო!" 2017, 23 მარტი, 21:20 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით და ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. ჟურნლისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მომხდარი ფაქტით აღშფოთებულია და ირწმუნება, რომ ნარკოტიკის შენახვისა და მოხმარებისათვის ამხელა სასჯელი მიუღეელია. ის სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს მიმართავს: "ბერა შენი აზრი მაინტერესებს, ადამიანი MDM-თვის 8 წელი უნდა იჯდეს ციხეში?! როგორ არის შენ სიმღერაში? რომ ნამდვილი ხარ და არამოგონილი, ხოდა გამოდი და მითხარი, ადამიანი მკვლელზე და სადისტზე მეტი უნდა იჯდეს კლუბური ნარკოტიკის გამო?!" ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე პოსტი გაავრცელა, რომელიც სწორედ ამ თებას ეხება: "ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა სადისტები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!" "კიდევ ერთი მაგალითია ეს შემთხვევა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ნარკო პოლიტიკა საქართველოში. "კლუბური ნარკოტიკი"-ის შეძენა, შენახვა 5 და 8 წელი?! ბათუმი რომ გადაწვეს 250 ლარი მაგალითისთვის: გაუპატიურება 4-6 წელი ყაჩაღობა ---- 5-7 წელი კანონიერი ქურდობა ---- 7-10 წელი ქურდული სამყაროს წევრობა ---- 5-8 წელი ქურდობა ---- 1-3 წელი ძარცვა ---- 2-3 წელი განზრახ მკვლელობა ---- 7-15 წელი მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით ---- 2-5 წელი ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ---- 7-10 წელი. დასკვნები თქვენთითონ გამოიტანეთ...." ლევან როსტოშვილს 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სკანდალი: როსტომ ირაკლი კოდუას ფული მოპარა (+როგორ იხსნა დანგრევისგან როსტომ ნანუკას ოჯახი) როსტო-არშემდგარი ბიზნესმენი, ცუდი მამა და პარტნიორი? ჩაყვინთეთ მინერალურ წყალში-მეთოდი, რომელიც საოცრებას ახდენს 298 4-ს მოსწონს
|