საქართველო
რა ხდებოდა ,,ქართული ოცნების" აქციაზე ქუთაისში
2012, 11 ივნისი, 10:37
10 მარტს ქუთაისში “ქართული ოცნების" აქცია გაიმართა. IPN-მა ხალხის რაოდენობა google map-ის სპეციალური პროგრამით დათვალა, რის მიხედვითაც აქციაზე 55 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.აქციაზე სიტყვით გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება " გაიმარჯვებს და ვეღარავინ შეძლებს მათ გაჩერებას.ივანიშვილმა ასევე დაასახელა იმერეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.