x
image
სალო123
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრს მუდმივად უთვალთვალებდნენ

image

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში გადასვლასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხვდნენ რომ მათ მმართველობის პერიოდში ასეთი ძლიერი ოპოზიცია არ ყოლიათ და ეს კოალიცია არჩევნებში დიდ კონკურენციას გაუწევდა. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ყველა გზითა და ხერხით ცდილობდა ბიძინა ივანიშვილისათვის ხელის შეშლას. იმისათვის, რომ ოპოზიციის ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება მათთვის გასაგები ყოფილიყო, და ამის შესახებ წინასწარ ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, კოალიცია “ქართული ოცნების" ყველა ოფისს, რეგიონებსა თუ ქალაქებში მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების საშუალებით უთვალთვალებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ეჭვგარეშეა, რომ ნაციონალების გაძლიერებულ ინტერესს იწვევდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტში მიმდინარე მოვლენები, სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სატელევიზიო ანძაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაამონტაჟეს მძლავრი სათვალთვალო მოწყობილობა, რომლიდანაც მუდმივად წარმოებდა ბიზნენსცენტრის თვალთვალი, აპარატთან მუდმივად იმყოფებოდა ორი ადამიანი. შენობის კომსტრუქციიდან გამომდინარე დაკვირვებულ თვალს იქ მიმდინარე მოვლენები და სტუმართა ვინაობის დადგენა არ გაუჭირდებოდა. ბიზნესცენტრში მისაღები სახლი, დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზი, გახსნილი ტენისის კორტი, რელაქსაციისთვის განკუთვნილი სივრცე, მრავალფუნქციური დიდი დარბაზი და გიგანტური საცხოვრებელი ფართია განლაგებული. სატელევოზიო ანძიდან, კი ყველა ზემოთხსენებულ ობიექტზე წარმოებდა თვალთვალი.


4
68
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
68
  
2012, 20 ნოემბერი, 17:50
შენ გეტყობა მარტო სათაუების კითხვა გეხერხება, გირჩევ სტატიაც წაიკითხო ხოლმე. და კიდევ სხვისთვის ცუდის გაკეთებით მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას დაიმსახურებ.....
2012, 20 ნოემბერი, 16:52
ჩემი სტატია ნახე
2012, 20 ნოემბერი, 16:51
ადმინ მე კარგათ მიბლოკავ? შენ დამიბლოკე დღეს?
2012, 20 ნოემბერი, 16:51
http://iverioni.com.ge/print:page,1,1403-bidzina-ivanishvils-satelevizio-andzidan-uthvalthvalebdnen.html
0 1 4