x
image
სალო123
მარიამ საჯაია ; -მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი ზეწოლისა თითოეულ წევრზე ჩვენი გუნდი დარჩა ერთიანი"

imageსაქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, მარიამ საჯაია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხმიანება და თავის აზრს აფიქსირებს, გთავაზობთ მის გაცხადებას: “მრჩება შთაბეჭდილება და თანდათან ვრწმუნდები, რომ "ქართული ოცნება" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის მიზნით და მათ რეალურად არ ჰქონდათ სურვილი, რომ შეეცვალათ საკონსტიტუციო ჩანაწერი. უმრავლესობის ლიდერის გუშინდელი განცხადება, რომ საკონსტიტუციო კენჭისყრით წყდება არა ქვეყნის, არამედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავლის ბედი, კიდევ ერთხელ მიდასტურებს ამ ეჭვს.
მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში, პრეზიდენტი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ კონსტიტუციით მინიჭებული მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას, თუმცა "ოცნება" დაჟინებით მოითხოვდა ეს პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო "ჩვენით ან ჩვენს გარეშე".
ჩვენი შეთავაზებით, ჩატარებულიყო სარეიტინგო კენჭისყრა, მმართველ გუნდს არანაირ დათმობაზე წასვლა არ უწევდა. მათ უბრალოდ უჭირთ აღიარონ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი ზეწოლისა თითოეულ წევრზე (ხაზს ვუსვამ - თითოეულ!), დარჩა ე რ თ ი ა ნ ი, ძლიერი გუნდი. ძალადობრივმა მეთოდებმა ვერ გატეხა ეს ერთობა და ჩვენ სწორედ ამ ერთობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება."


0
43
5-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0