x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბარბარა სტრეიზანდის დიეტა

image

image

როგორც თავად მსახიობი ამბობს, ეს დიეტა მხოლოდ ფორმაში ყოფნას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ტოქსიკური ნივთიერებებიც გამოჰყავს ორგანიზმიდან. ამ დიეტის ძირითადი წესი, მარტივ ნახშირწყლებზე უარის თქმა არის. რაც იმას ნიშნავს, რომ კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ:

შაქარი, კანფეტი, შოკოლადი, მურაბა, ორცხობილა, ჩირი, ხალვა, შესქელებული რძე.

ვაფლი, ნამცხვარი, ბურღულეული, თეთრი პური.
ანუ ყველ პროდუქტი, რომლელიც შაქარს ან ფქვილს შეიცავს, მარტივ ნახშირწყლებს განეკუთვნება და მასზე უარი უნდა თქვას ყველამ, ვისაც გახდომა უნდა.
ამ პროდუქტების ჩანაცვლება სასარგებლო პროდუქტებით უნდა მოხდეს, რომელშიც საშუალო რაოდენობით არის მარტივი ნახშირწყლები:

წიწიბურა, ბრინჯი, გერკულესი.

ბარდა, ლობიო, ოსპი.
ხორბლის (მარცვლის) პური.
რაციონში ყოველთვის უნდა იყოს რთული ნახშირწყლები – მთავარი ენერგიის წყარო როგორც ტვინისთვის, ისე კუნთებისთვის.

არ შეიძლება კარტოფილი და გამაგრილებელი სასმელები.

და არანაირი ალკოჰოლი.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, ხოლო მარილი კურკუმათი ჩაანაცვლეთ.

ვისაც ტკბილი ჩაი უყვარს, შაქარი თაფლით უნდა შეცვალოს, მაგრამ ეს პლიუსი უფრო არის, ვიდრე მინუსი. თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ, ხომ ლაპარაკიც არ არის საჭირო და ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.

საუზმე პურის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ? მიირთვით დიეტური – წიწიბურას, შვრიის ან ბრინჯის პური, თქვენი ორგანიზმის საჭიროების მიხედვით. მაგ., ბრინჯი – მათთვის არის სასარგებლო, ვისაც უძილობა აწუხებს, ხოლო შვრიის პური – ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გარნირები ბოსტნეულის სასარგებლო სალათებით ან მოთუშული ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ.

ძირითადი კერძი – მოხარშული ან გამომცხვარი თევზი უნდა იყოს და შემწვარი კერძები დაივიწყეთ! თუ ხორცის გარეშე ვერ ძლებთ, ქათმის ან ინდაურის ხორცი მიირთვით.

ერთჯერადი ულუფა დიდი არ უნდა იყოს, სალათთან ერთად, 250 გრ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

და რა თქმა უნდა, წვენიც შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ მხოლოდ ნატურალური: პომიდვრის, სტაფილოს, ფორთოხლის, გრეიფრუტის, ისპანახის.
საუზმეზე და ვახშამზე შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი მიირთვათ. თუ დილის ყავაზე უარს იტყვით, ასეთი იოგურტის სასარგებლოდ, შედეგი არ დააყოვნებს – წონაში კლებას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაიწყებთ!

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა)
* ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ...
* მიიღეთ ეს ერთი კვირის მანძილზე და შედეგი განგაცვიფრებთ!
* მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს რამდენიმე სანტიმეტრი!
* დიეტა “კიბე"
* სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!
* წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე

* რატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი)

0
812
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
812
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0