x
image
ალექსანდრე ლექსო
ახალი გერმანული ელექტრომანქანა: 1200 ცხენისძალითა და თანამედროვე დიზაინით
კომპანია არტეგამ 2006 წელს თავისი პირველი ავტომობილი Artega GT წარმოადგინა. 6 წლის შემდეგ კომპანია გაკოტრდა.

2015 წელს კომპანიამ განაახლა წარმოება და მთავარი აქცენტი ელექტრომანქანების გამოშვებას დაუთმო.

ჟენევის ავტოსალონზე გერმანელებმა თავიანთი უახლოესი მოდელი, ელექტრო ჰიპერკარი Artega Scalo Superelletra წარმოადგინეს image მანქანა ალუმინისა და კარბონისგანაა დამზადებული, ყოველ საბურავს თავისი ელექტრომოტორი ამოძრავებს. ჯამური სიმძლავრე ოთხივე ელექტროძრავისა 1200 ცხენისძალაა. (1620 ნიუტონმეტრი)image კორპუსი კომპანია Touring Superleggera მ დაამზადა Artega GT ს ბაზაზე. თავის დროზე Artega GT ს დიზაინი ცნობილმა დანიელმა დიზაინერმა ჰენრიხ ფისკერმა შეიმუშავა. მან დროს გაუძლო და 11 წლის შემდეგ, მხოლოდ მცირეოდენი კორექტირება დასჭირდა.image
100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 2, 7 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე იზღუდება 300 კმ/სთ –ზე. იატაკის ქვეშ მოთავსებულია 120 კვტ/სთ იონური ბატარეების ბლოკი.

როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, მთლიანად დამუხტული აკუმულატორით მანქანას 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. ბატარეების 80%–ით დასამუხტავად 2, 5 საათია საჭირო.


სპორტკარ Artega Scalo Superelletra –ს გამოშვება 2019 წლისთვის იგეგმება, თანაც მხოლოდ 50 ცალს დაამზადებენ. მანქანა საკმაოდ ძვირი იქნება, ზუსტ ფასს გერმანელები ჯერ არ ასახელებენ,

0
212
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0