რელიგია ყოფილი პორნოვარსკვლავი მღვდელი გახდა 2017, 11 მარტი, 16:11 აშშ-ში 33 წლის ყოფილი პორნოვარსკვლავი პასტორი(პროტესტანტთა მღვდელი) გახდა.აქამდე ქალმა 100 პორნოფილმში მოასწრო თამაში.
კრისტალ ბესეტმა(Crystal Bassette) გადაწყვიტა დაესრულებინა თავის ბობოქარი კარიერა ლოს-ანჯელესში და რელიგიაში ჩაფლულიყო.ამჟამად ქალი პასტორად მუშაობს პატარა ქალაქ ფულტონის ეკლესიაში, ნიუ-იორკის მახლობლად. აქამდე კრისტალმა რთული მაგრამ შემოსავლიანი სამსახური განვლო, 16 წლის იყო, როდესაც ბიჭი ჯასტინი შეეძინა, ამის შემდეგ მარტოხელა დედამ იმისთვის, რომ თავი შეენახა და შვილი ერჩინა სამუშაოდ პორნოინდუსტრია აირჩია, მთლიანად ქალმა 100 ფილმში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ წელიწადში 300 000 დოლარს შოულობდა. 2014 წელს კრისტალი ავტოავარიაში მოყვა, ბრალად დაედო არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.ამის შემდეგ კრისტალი ეკლესიის ხშირი სტუმარი გახდა, იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, მღვდელი დევიდი. დევიდმა იცოდა ქალის წარსული ცხოვრების შესახებ, რადგან კრისტალის და იყო ეკლესიის მრევლი, დევიდი დაქორწინდა კრისტალზე და მალე შვილიც შეეძინათ. მალე კრისტალ ბეიეტმა იგრძნო, რომ მას ღმერთი ესაუბრება და დააარსა ეკლესია New Beginnings Christian Life-ი, რომლის პასტორიც თვითონ გახდა.ქალს იმედი აქვს, რომ ახლა სხვა ადამიანებს რწმენაში მოაქცევს. "აღარც ჩემი გარეგნობა მაღელვებს და აღარც ფული, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ დავეხმარო ხალხს"-აღნიშნა კრისტალმა. ამასთანავე ქალი არ ნანობს თავის წარსულს:"წარსული დამეხმარა ვყოფილიყავი ის, რაც ახლა ვარ, ღმერთმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება"-ამბობს ყოფილი პორნოვარსკვლავი. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 139 7-ს მოსწონს 1-ს არა
|