x
image
ციცი
Mediator image
"ვეძებ პატარა ზომის აპარატს... ვიცი რომ არსებობს ასეთი და ახერხებს ააცდინოს ადამიანი საფრთხეს..."

image
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ეძებს პატარა აპარატს, რომელსაც დისტანციიდან სიგნალის მეშვეობით შეუძლია აგრესიული ცხოველის განდევნა და ამის გამო დახმარებას სთხოვს თავის ფეისბუქ მეგობრებს. აი, რისთვის ჭირდება ქალბატონ თამრიკოს ეს აპარატი:


"ჩემო მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება: ვეძებ პატარა ზომის აპარატს (სამწუხაროდ არ ვიცი რა ჰქვია), რომელიც დისტანციიდან სიგნალით განდევნის ცხოველს!(აგრესიულს). ვიცი რომ არსებობს ასეთი და ახერხებს ააცდინოს ადამიანი საფრთხეს. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ნამდვილად საგანგაშოა! თუნდაც ერთი კონკრეტული ტერიტორიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ; ერთ წელზე მეტია ჩემს ახლობელთან მისვლა, რომელიც მე 9 საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, უდიდეს სტრესთანაა დაკავშირებული... იმ ტერიტორიაზე ბუდობენ საშინლად აგრესიული ძაღლები, რომლებიც დიდსა თუ პატარას-ყველას ერჩიან! გუშინ გოგონა, რომელსაც სახლში უნდოდა შესვლა ვერ შედიოდა და განწირული ხმით ყვიროდა... გარშემორტყმული ჰყავდა და საშინლად აგრესიულად უყეფდნენ... მერე გამოიარეს კაცებმა და მანქანიდან გადმოუსვლელად შეეცადნენ ამ ძაღლების გაფანტვას (ვერც გაამტყუნებ რომ შეეშინდათ და ვერ გადმოვიდნენ)... მე ხომ საერთოდ!... ბავშვებით ვიყავი და უკან გავბრუნდი... შეწუხებული და შეშფოთებულია ყველა! მეზობელი და სტუმარიც! არანაირად არ ვარ ცხოველების განადგურების მომხრე, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეს მდგომარეობაც აუტანელია! არ ვიცი რა ეშველება ამ სიტუაციას, მაგრამ მე გამახსენდა ეს ხელსაწყო და ამიტომ მოგმართავთ! ხომ არ იცით მის შესახებ რამე ან სად შეიძლება მოვიძიო?"image

0
349
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0