x
image
ნინო დვალაშვილი
ეს ბავშვი კულტურის, აღზრდის, ზნეობის, შეგნებისა და გმირობის მაგალითია!
image


იმ დღის მერე სულ ვეძებდი თვალებით, მაგრამ აღარ მინახავს... გავრბოდი და
შემთხვევით დავეჯახე, ლიმონი ეჭირა პარკით და ძირს დაუვარდა. "მაპატიე" -თქო
მივაძახე და ისევ გავიქეცი (საშინლად მეჩქარებოდა). რამდენიმე წუთში მოვბრუნდი უკან, მივედი და ვკითხე: " რა ღირს შენი ლიმონი"- თქო, "ერთი ლარიო"- მიპასუხა. ორ ლარიანი ამოვიღე ჯიბიდან და მივეცი :"შენი იყოს, ლიმონი არ მინდა მეთქი და მაპატიე რომ დაგეჯახე " -თქო. "არა რას ამბობთ არაუშავსო", უზომოდ საყვარელია. ხელის გულზე დადებული ორ ლარიანი გამომიწოდა და აიღეთ არ მინდაო, თან თავი ჩახარა. სამ პაწაწუნა თითს ისე უჭერდა ამ ფულს, ეგ კადრი არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ვინ იცის ეს ორ ლარიანი რამდენს ნიშნავდა მისთვის, ვნანობ მეტი რომ არ ვაჩუქე...სულ იმაზე ვფიქრობ, ასეთ პაწაწუნას აქვს იმდენი შეგნება რომ საკუთარ დედას დაეხმაროს. ქუჩაში სიცხესა თუ სიცივეში სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვით
ირჩენს თავს და ჩვენ კიდე რა უსუსურები ვართ, ყველა უაზრობაზე ვწუწუნებთ და
ვდარდობთ, იმის მაგივრად რომ უფალს ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს. ეს
პატარა ანგელოზია ჩვენი დროის გმირიც და იმედიც. ღვთის წყალობით, აუცილებლად მოგვარდება მისი პრობლემები და აღარ მოუწევს ქუჩაში დგომა. ეს ბავშვი კულტურის, აღზრდის, ზნეობის, შეგნების, გმირობის მაგალითია და ვეცოდოთ მაინც, რომ მას დავემსგავსოთ. მისი ნახვა სადგურის მოედანზე, "თბილისი ცენტრალის" წინ შეგიძლიათ, თუმცა მე იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს და იმედი მაქვს, აღარ უწევს ქუჩაში ფულის საშოვნელად გამოსვლა. ეს ფოტო კი შემთხვევით აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში და გამიხარდა მისი დანახვა. თუ სადმე ნახავთ, იცოდეთ რომ უსაყვარლესი და უჭკვიანესი ბიჭია და აუცილებლად დაეხმარეთ!

image





იხილეთ აგრეთვე:

აკა სინჯიკაშვილი : ''24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ ! ''



მაია ასათიანზე ეს არავინ იცოდა...ამ ყველაფერს ჩუმად აკეთებდა...

0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0