x
image
ციცი
Mediator image
„ევა ვერ დადის... ისეთი დაავადება აქვს, შეიძლება კიდევ დაბრუნდეს..."-შორენა ბეგაშვილი ევას ჯანმრთელობის შესახებ
image
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად და პოპულარულ ტელეშოუ "ნანუკას შოუში" მოდელი, მსახიობი და წამყვანი შორენა ბეგაშვილი იყო სტუმრად მიწვეული. მან თავისი ერთადერთი ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორია დედის ამპლუაში შორენა? თუ ტრაგიკულ შემთხვევავმდე მას ევა ინგლისურზე, ფრანგულზე და ცეკვაზე დაყავდა... ახლა გადახვევებზე, გადასხმაზე და ვარჯიშზე დაყავს...


"ევა ვერ დადის ჯერ კიდევ... ბოლო სამი თვეა თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაციას. ისთი დაავადება აქვს-ანთება, შეიძლება კიდევ დაბრუნდეს მეშვიდედ, მერვედ... ვერავინ ვერ გათვლის მაგას... ვერ ვიტყვი რომ იქ(თურქეთში), რაღაცას ისე ვერ უკეთებენ... ბოლო მეოთხე თვეა ვცხოვრობდით ფაქტიურად თურქეთში და მერე რომ მწერდნენ, შორენა რატომ არ ჩანხარ ტელევიზიაშიო, გამოვნახე ასეთი გზა რომ მევლო იქიდან. ბოლო სამი თვე გადაცემები როგორ იწერებოდა არ ვიცი, ფაქტიურად მეძინა... გამთენიისას ჩამოვდიოდი, ვწერდი "იღბლიან ბორბალს", მქონდა ფოტოსესიები და ღამე გვიან მივდიოდი. იმ დროის ფოტოსესია რაც მქონდა გამოვიდა ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ რაღაცნაირი მიბნედილი სახე მაქვს... ბოლო ოპერაციის შემდეგ, რომელიც სამი კვირის წინ ჩაუტარდა, უკვე კარგი სიტუაცია აქვს და მემგონი აღარც დასჭირდება. ერთ თვეში შეეძლება უკვე რომ ფეხი დადგას... მანქანა გავყიდე და როგორც იქნა გადავფარე ეს ოპერაციები..."

შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძე, 2016 წლის 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. საქართველოში ჩატარებული ორი ურთულესი ოპერაციის შედეგად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი თურქეთში და დღემდე გადის რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსს იქ.


image

"დავეხმაროთ ამ ლამაზ გოგოს ტკივილის შემსუბუქებაში"-ცნობილი ქართველები საზოგადოებას ევა ბარბაქაძის დახმარებისკენ მოუწოდებენ-"თითო ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს."



"რას ვერ პატიობენ შორენა ბეგაშვილს?"-თეა თუთბერიძე-"ეს საზოგადოება კი არა, ტვინით და სულით ავადმყოფების ბრბოა! "


"არ გადაგვჭამეს ამ ევა, ევა, ევაა... ეხლა არავინ მეტაკოს..."


"ექსკლუზიური ფოტო შორენასგან და ევასგან"-გადაცემა "ექიმები" ევას მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ ეხლა მაინც..." - რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი


ნატალია ყიფშიძე ევა ბარბაქაძის საავადმყოფოში გადაღებულ პირველ ფოტოს აქვეყნებს


რას ყვება თვითმხილველი ევა ბარბაქაძის ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ: "იგი სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო..."

"თვითონ ევასაც არ ესიამოვნებოდა..."- რას წერს ევა ბარბაქაძის შეყვარებული სოციალურ ქსელში. მოზარდს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.(+წყვილის ფოტოები)


"უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..."-რა მოხდა მამა ვიტალის საფლავზე


როგორ ამხნევებენ შორენა ბეგაშვილს და ევა ბარბაქაძეს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები

3
1356
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1356
  
2017, 9 მარტი, 21:22
შორენა ოქროა!
2017, 9 მარტი, 11:34
სად წერია რომ მიყავს, სტუმრად ყავდა
მოიცა ნანუკას შოუ ბეგაშვილს როდის მიყავს?
0 1 3