x
image
ნინო დვალაშვილი
აკა სინჯიკაშვილი : ''24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ ! ''

image სცენარისტი აკა სინჯიკაშვლი, მეგობრებებთან ერთად, დიდი ხანია ქველმოქმედებას ეწევა. საქველმოქმედო აქციით ''ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს'' უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა და ისევ აგრძელებს ქველმოქმედებას. ამჯერად აკამ სოციალური ქსელის საშუალებით, მხიარული აქციის შესახებ გვამცნო, რომლის მიზანიც, რა თქმა უნდა ადამიანების დახმარებაა. აკამ და მისმა მეგობრებმა, საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის - Red Nose Day, საქართველოში ჩატარების ლიცენზია მოიპოვეს: ''საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა !!! დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის - Red Nose Day, საქართველოში ჩატარების ლიცენზია. დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და რაც ყველაფერზე მთავარია - შეგროვილი ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას, თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ. ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას. რა გიჟივით მიხარია ნეტავ იცოდეთ. 24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ! ''- წერს აკა თავის ფეისბუქ გვერდზე.image



იხილეთ აგრეთვე:

მაია ასათიანზე ეს არავინ იცოდა...ამ ყველაფერს ჩუმად აკეთებდა...


0
268
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0