ჯანმრთელი კვება იცით ამ ქათმის ფილეებიდან რომელია საშიში? - ხორცის ყიდვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ! 2017, 7 მარტი, 19:09
რატომ გვიყვარს ქათმის მკერდის ხორცი? ბევრი დიასახლისი მას იმის გამო აფასებს, რომ სწრაფად და უამრავი კერძის მომზადება შეიძლება. ჯანსაღი კვების მიმდევრები იმიტომ ირჩევენ, რომ ადვილად ათვისებად ცილასა და მინიმალური რაოდენობით ცხიმს შეიცავს. ეკონომიურ კულინარებს კი ქათმის ფილეს მიმზიდველი ფასი ახარებთ. მაგრამ არის ის, რაც ყველას ეხება...
დიეტური ქათმის ფილე, რომელსაც ყველა ასე აქებს, შეიძლება საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფილე უხარისხოა. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი პროდუქტი საზიანოსგან? ამისათვის არის ძალიან მარტივი ხერხი, რომელიც ყველამ უნდა დაიმახსოვროს. შეძენამდე ყურადღებით დააკვირდით ქათმის ხორცს. თუ შეამჩნევთ თეთრ ხაზებს - არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ! თეთრი ფერის ხაზები იმაზე მეტყველებს, რომ ქათამი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და მისი ცხიმოვანი ქსოვილი არათანაბრად ვითარდებოდა. ასეთი ხორცი შეიცავს მავნე ცხიმებსა და დანამატებს და შეიძლება არა მხოლოდ უგემური, არამედ ჯანმრთელობისთვის სახიფათოც კი იყოს. ცოტაოდენი სტატისტიკა: გაყიდვაში მყოფი ქათმის ხორცის დაახლოებით 90% ფერმებში გაზრდილი ფრინველის არის. მათ კვებავენ ანტიბიოტიკებითა და ჰორმონებით, რის შედეგადაც, ბროილერის ქათმები თვენახევარში ზრდასრული ქათმის ზომას აღწევენ. ანუ იზრდებიან 4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ქათამი, რომელსაც იმავე ზომის მისაღწევად 6 თვე სჭირდება. ამგვარი ხორცის ერთჯერადად მიღებით ადამიანი არ მოიწამლება, მაგრამ მისი გამუდმებული გამოყენება აზიანებს შინაგან ორგანოებსა და ჰორმონალურ ფონს, ხელს უწყობს ჭარბი წონის დაგროვებას და შეიძლება ღვიძლისა და თირკმლების დაავადების მიზეზიც გახდეს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ეს უნდა ვიცოდეთ! 2. რა არის ხორცში, რომელსაც რესტორნებსა და მარკეტებში გვთავაზობენ - ეს უნდა ვიცოდეთ! 3. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! 4. არასოდეს გარეცხოთ მაღაზიაში ნაყიდი ქათამი! ეს ძალიან სახიფათოა! 5. იცით რომელია ამ ბანანებიდან ყველაზე სასარგებლო? - ბევრს გაუკვირდება! 6. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 7. როგორ გავიგოთ მაკარონი ხარისხიანია თუ უხარისხო - გაითვალისწინეთ! 15674 7-ს მოსწონს 2-ს არა
|