x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე უცნაური ომლეტი - გემრიელი და დიეტური საუზმე, რომლითაც ყველას გააოცებთ
image
პაკეტში მოხარშული ომპეკტი ფრანგული სამზარეულოსთვის კარგად ნაცნობი საუზმეა. გარდა იმისა, რომ ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის, იგი დაბალკალორიულიცაა და დიეტურ კვებაშიც გამოიყენება.


ინგრედიეტები:


4 კვერცხი;

0, 5 ჩ.ჭ. რძე;


1 ჩ.კ. არაჟანი;

მარილი ან შაქარი;

2 ხარშვაგამძლე პაკეტი


1. კარგად ათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ რძე, არაჟანი და მარილი. ისევ განაგრძეთ თქვეფა, სანამ მაქსიმალურად ჰაეროვან მასას არ მიიღებთ.

image

2. მოათავსეთ მიღებული მასა პაკეტში, მოუკარგით თავი. კიდევ ერთ პაკეტში ჩადეთ და ისევ კარგად მოუკარით თავი. შემდეგ ჩადეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 30 წთ.

image

3. ნახევარი საათის შემდეგ ამოიღეთ, გახსენით პაკეტი და გადმოიღეთ ლანგარზე.


image

ომლეტი შეგიძლიათ შიგთავსითაც მოამზადოთ. ამისათვის პაკეტში გადატანამდე დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, ოდნავ მოხრაკული სოკო ან გახეხილი ყველი, სურვილისამებრ.


თუ მარილის მაგივრად შაქარს დაამატებთ, ომლეტისგან შესანიშნავ დესერტს მიიღებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტაოდენი დარიჩინი ან მიხაკიც დაამატოთ.


ამგვარად მომზადებული ომლეტი გამოდის ძალიან ნაზი, პირში დნება და ნაღების მსგავსი გემო აქვს.

3
745
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
745
  
2015, 12 აგვისტო, 10:02
სოსისის აკრძალვა საჭირო არაა( თუმცა არც თუ ისე ჯანმრთელი პროდუქტია), უბრალოდ ცელოფნის გარეშე უნდა მოიხარშოს. მდუღარე წყალში იხარშება ბუნებრივ - ნაწლავის გარსში მოთავსებული სოსისი
2015, 11 აგვისტო, 16:10
როგორც ხვდებით და როგორც სტატიაში წერია (ინგრედიენტებში) აქ საუბარია ხარშვისთვის განკუთვნილ სპეციალურ პაკეტებზე და არა ჩვეულებრივ ცელოფანზე. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ სოსისიც უნდა აიკრძალოს, რომელიც ცელოფნის გარსში იყიდება და მოხარშვის შემდეგ უნდა შემოვაცალოთ.
2015, 11 აგვისტო, 12:47
ძალიან გთხოვთ (უფრო მეტიც მოვითხოვ!) წაშალოთ საიტდან აღნიშნული სტატია, რადგან ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მეტად მავნე და საშიშ რჩევებს შეიცავს . ცხელი საკვების კონტაქტით ცელოფანთან (მით უმეტეს მდუღარე წყალში 30 წთ-ით გაჩერებისას) გამოიყოფა ვინილქლორიდი და ფტალატები - უძლიერესი კანცეროგენები ანუ კიბოს გამომწვევები. მერე უკვირთ რატომ გაახალგაზრდავდა კიბო, რატომ ავადდებიან ბავშვები მძიმე ფორმის ლეიკემიით. ცელოფანი შეიძლებე გამოვიყენოთ მხოლოდ ცივი საკვების დროებით მოსათავსებლად!
0 1 3